30 წლის ქართველი ნახევარმცველი ლევან ყენია ამჟამად უგუნდოდაა და შემოთავაზებების მოლოდინშია.
ბოლოს ის გერმანიის მე-3 ლიგის ბინადარ "უერდინგერში" ვარჯიშობდა, თუმცა ამ კლუბში ვერ დარჩა.
ჩვენებური ამჟამად გერმანიაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ჩვენ ყენიას დავუკავშირდით და მისი გეგმებით დავინტერესდით.
"ამჟამად არანაირი შემოთავაზება არ მაქვს, ამიტომ ინდივიდუალურად ვვარჯიშობ და წინადადებებს ველოდები.
ჯერჯერობით არვიცი რა იქნება მომავალში. დავბრუნდები თუ არა საქართველოში? - შემოთავაზება არც ეროვნული ლიგის კლუბებიდან მქონია, თუმცა თუ რაიმე საინტერესო წინა
დადება იქნება, დავფიქრდები.
მინდა, რომ ფეხბურთი კვლავ ვითამაშო. კარიერის დასრულებას არ ვაპირებ და ვნახოთ რა იქნება".
ჩვენთან ბოლო ინტერვიუში ყენიას ნათქვამი ჰქონდა, რომ მის ძველ კლუბ "საბურთალოს" მასთან დავალიანება ჰქონდა და ფეხბურთელს ამის შესახებაც დავეკითხეთ.
"საბურთალომ" დავალიანების დაფარვაზე უარი მითხრა და ამიტომ საქმე სასამართლოშია გადასული, პროცესი კი ძალიან გაიწელა.
იმედი მაქვს, პროცესი მალე დასრულდება და სიმართლე გაიმარჯვებს", - თქვა ყენიამ.
აი ეს არის პუნქტუალური გერმანელთა ბუნება...
ასეთი აზროვნებით და დათვური სამსახურით რასაც ჩვენ ქართველ მესებს (რომელიც ყოველ ირ წელიწადში ერთხელ გამოჩნდება ხოლმე) ვიტრიალებთ ამ წრეზე დიდ ხანს.