პაპუნაშვილმა "აპოლონთან" წელიწად-ნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
კვიპროსის "აპოლონი" თავისი საიტით იტყობინება, რომ 25 წლის ნახევარმცველ გიორგი პაპუნაშვილთან წელიწად-ნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელმაც ესპანური "სარაგოსა" დატოვა.

პაპუნაშვილმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და ახალ გუნდში 19-ნომრიანი მაისურა გადასცეს.

"პირველ რიგში ახალ წელს გილოცავთ და მსოფლიოში ყველას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის წევრი გავხდი. "აპოლონი" ჩემი ახალი სტარტისთვის კარგი შანსია. ეს ამბიციური კლუბია, რომლის მიზანი ყველა მატჩის მოგებაა. შევეცდები გუნდს ყველა მიზნის მიღწევაში დავეხმარო", - ციტირებს პაპუნაშვილს კლუბის საიტი.

სხვათა შორის, დღეს, ჩემპიონატის მე-17 ტურში, "აპოლონი" ქართველების
"ანორთოსისს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ამდენი ტრამპლინი არ გამიგონია მე, სანამ კისერს არ მოიტეხავენ არ ჩერდებიან
Vasili
23:57 03-01-2021
2
იმედი გამიცრუა პაპუმ.არ მემეტებოდა სააქაოდ.იმედია შეძლებს ტრავმების მოშუშებას და ფორმის აღდგენას.თავისი რესურსით,მას ლა ლიგაში შეეძლო ადგილის დამკვიდრება და ამისი შანსი,ჯერ კიდევ გააჩნია.მიდი გიო,წარმატებებს გისურვებ.
სოსო
18:45 03-01-2021
3

სიახლეები პოპულარული