ქვილითაიამ გაიტანა, მაგრამ 2:0 დაწინაურებულმა "ანორთოსისმა" მსაჯის წყალობით დამარცხება მოახერხა

AutoSharing Option

კვიპროსის ჩემპიონატის მე-17 ტურში "ანორთოსისი" ლიმასოლში "აპოლონთან" 2:3 დამარცხდა.


"ანორთოსისის" მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი და გიორგი ქვილითაია შეუცვლელად ათამაშა, ხოლო ტრავმირებული თორნიკე ოქრიაშვილი თავის გუნდს ისევ ვერ დაეხმარა. მასპინძელთა გუნდის განაცხადში არ იყო ახლახან "სარაგოსადან" გადასული გიორგი პაპუნაშვილი.

ანგარიში მე-10 წუთზე ქვილითაიამ გახსნა (მან 13 მატჩში 8 გოლი გაიტანა), შემდეგ მისმა თანაგუნდელმა ჰუშბაუერმა დალაშქრა მეტოქის კარი. მეორე ტაიმში კი "აპოლონმა" 3 გოლი გაიტანა და გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ მსაჯმა VAR-ი ორჯერ გამოიყენა - პირველ ტაიმში "აპოლონის" კ
არში პენალტი არ დანიშნა, მეორე ტაიმში კი "ანორთოსისის" მეტოქის სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დადო, რამაც გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი.

"ანორთოსისმა" "ომონიასთან" 0:3 წაგების მერე "აპოლონთანაც" მარცხი იწვნია, 30 ქულით მე-4 ადგილზეა და 6 იანვარს "ეთნიკოსს" უმასპინძლებს.

რაც შეეხება პაოკ-ის ნახევარმცველ ნიკა ნინუას, რომელიც "ანორთოსისში" უნდა გადავიდეს, დღეს საბერძნეთის ჩემპიონატზე "ლარისასთან" გასვლით შეხვედრაში (1:1) სათადარიგო იყო.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ანორტოსისის კარში პენალტის დროს,თავდამსხმელმა უბიძგა ამხტარ მცველს და პირდაპირ ბურთზე მიაგდო.მანდ პენალტის დანიშვნა,არასწორი იყო.პირველი პენალტის გაუქმება კი,სწორი იყო.ხელი სხეულზე ჰქონდა მიჭერილი და არც გაბარიტებს ცვლიდა.
სოსო
18:35 04-01-2021
0
1 წუთზე პენალტი რატო გააუქმა მსაჯჩემისამ??
რა მაფიაა?
15:47 04-01-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული