არაბულმა საბერძნეთში ბრწყინვალე გოლები გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 წლის თავდამსხმელმა ბაჩანა არაბულმა "ლამიაში" დუბლი შეასრულა.

საბერძნეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში "ლამიამ" საკუთარ მოედანზე მეორეადგილოსანი "არისი" 2:0 დაამარცხა და ორივე გოლი ქართველმა თავდამსხმელმა გაიტანა. ის "ლამიაში" სეზონის დაწყების წინ "პანიონიოსიდან" გადავიდა და აქამდე ჩატარებულ 7 მატჩში გოლი არ ჰქონდა გატანილი.

მან ანგარიში ორიგინალურად შესრულებული თერთმეტმეტრიანით გახსნა, შემდეგ კი ულამაზესი გოლი გაიტანა.

"ლამიაში" 77-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილი.

"ლამია" 5 ქულით (11 მატჩი აქვს ჩატარებული) აუტსაიდერია და 7 იანვარს სტუმრად ოფი-ს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
აქ რა თურქული უჩნდებათ ფეხებში???? არა თურქული კი არა თავს უფრთხილდებიან რაიმე ტრამვა არ აიკიდონ, საქართველოს ინტერესი კი სულ ერთ ადგილას კიდიათ.
ისე.როგორც ნაციონალებს.
დათო
08:41 05-01-2021
19
ეს შეკუნტრუშება რაღა იყო.
1

სიახლეები პოპულარული