რამდენიმე თურქული წყაროს მიხედვით, ქართველი მწვრთნელის მუშაობით სტამბულის "ქასიმფაშა" არის დაინტერესებული.
"ქასიმფაშას" ხელმძღვანელობას გუნდის ამჟამინდელი დამრიგებლის საქმიანობა არ მოსწონს და სურს სათავეში ქართველი ჩაუყენოს.
მოგეხსენებათ, შოთამ უზბეკეთში გატარებული 3 წლის შემდეგ ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.
ქართველი სპეციალისტი "ქასიმფაშას" უკვე ედგა სათავეში. არველაძე თურქულ გუნდს, რომლის სტადიონიც რეჯეფ ტაიპ ერდოღანის სახელობის გახლავთ, 2012-15 წლებში თავკაცობდა.