პენალტი ლორიას კარში, გაფრთხილება ქეცბაიას - ქვილითაიამ "ანორთოსისს" გამარჯვება მოუპოვა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მე-18 ტურში "ანორთოსისმა" საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი "ეთნიკოსი".

გოლი მე-18 წუთზე თავის მიერვე მოპოვებული პენალტით გიორგი ქვილითაიამ გაიტანა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე ჩატარებულ 14 მატჩში 9 გოლია. ქვილითაიას კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა.

მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გიორგი ლორია და ბუბა დაუშვილი შეუცვლელად ათამაშა, ხოლო ქვილითაია მე-80 წუთზე შეცვალა. რაც შეეხება თორნიკე ოქრიაშვილს, გუშინ ვარჯიშზე დისკომფორტი იგრძნო და ისევ ვერ დაეხმარა თავის გუნდს.

აღსანიშნავია, რომ 34-ე წუთზე მსაჯმა ლორიას კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, მაგრამ სტუმართა
გუნდის კამერუნელმა თავდამსხმელმა კარიმ იბრაჰიმმა ბურთი ძელს გაარტყა.

ტრადიციულად ემოციურად იქცეოდა ქეცბაია, რომელიც მსაჯმა გააფრთხილა.

"ანორთოსისმა" ორი მარცხის შემდეგ გაიმარჯვა, 33 ქულით მე-4 ადგილზეა და 11 იანვარს სტუმრად "ოლიმპიაკოსს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ქვილითაია აბაშას ზანაში...
joji
21:48 06-01-2021
10
კი მოიგეს მარა, არ თქვათ რომ ეს ლიდერის თამაში იყო?, ესეთ მოგებას მოგება ქვია?, თან აუტსაიდერთან... რაცხა აკლიათ, წიწაკა, ლობიო, ბადრიჯანი, თუ გოზინაყი? მაგდენი არ ვიცი მარა, რაცხა რომ აკლიათ, მაგას ბარანეც მიხვდება...
... 7 ნომერი რომაა, რა გვარისაა არვიცი, მარა ისეთი მტკიცე ნერვები ქონია, რომე მაგისგან კაი „რიბაკი“ დადგებოდა......
კ ო მ ბ ლ ე
01:30 07-01-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული