გუგეშაშვილი "იაგელონიამ" თურქეთში შეკრებაზე წაიყვანა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილი "დილადან" "იაგელონიაში" დაბრუნდა. ის პოლონური კლუბის წევრია და გორულ გუნდში იჯარა დაუსრულდა.

"იაგელონია" 10 იანვარს თურქეთის ბელეკში შეკრებაზე ჩავიდა, სადაც 22 იანვრამდე დარჩება და სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. სწორედ ამ სპარინგებში დააკვირდება მწვრთნელი ბოგდან ზაიაცი ქართველ ლეგიონერს. ლუკა ბილოსტოკურ გუნდში 2016 წლის იანვარში გადავიდა, თუმცა მის რიგებში ჯერ არ უთამაშია - იჯარის წესით "გრანადასა" და "დილაში" ასპარეზობდა.

"იაგელონიამ" შეკრებაზე ოთხი გოლკიპერი წაიყვანა, რომელთა შორის ძირითადი 35 წლის ლატვიელი პაველს შტეინბორსია.

"იაგელონია" 14 ტურის შემდეგ 20
ქულით მე-7 ადგილზეა და 30 იანვარს გდანსკში " "ლეხიას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული