football.ua: "შახტარში" ხოჭოლავას ადგილი უფრო მაღალი დონის ლეგიონერმა უნდა დაიკავოს

AutoSharing Option
football.ua-ზე ჟურნალისტმა სერგეი გორბაჩენკომ წერილი გამოაქვეყნა - "შახტარის" 5 მოთამაშე, რომლებმაც დროა გუნდი დატოვონ" და საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა ამ ხუთეულში შეიყვანა.

"ბევრს უთუოდ გაუკვირდება ამ სიაში ქართველი ფეხბურთელის ხილვა. მით უმეტეს, არაოფიციალური ინფორმაციით, ხოჭოლავამ ცოტა ხნის წინ კლუბთან ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. "შახტარის" გენერალურმა დირექტორმა სერგეი პალკინმა კი კლუბის "იუთუბის" არხს განუცხადა, რომ ცენტრალური მცველის პოზიციაზე მოთამაშის მოძებნა არ სჭირდებათ. ეს იმით ახსნა, რომ უკრაინულ ბაზარზე ამჟამად არ არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც მოცემულ მომენტში "მეშახტეებს" სჯობიან.

თუმცა, მოდით,
მაინც ნუ დაგვავიწყდება, რომ ხოჭოლავა ლეგიონერია და აქ უნდა გვესმოდეს, რომ კრივცოვზე, მატვიენკოსა და ბონდარზე უფრო მაღალი დონის უკრაინელების მოძებნა შეუსრულებელი ამოცანაა, ხოლო ცენტრალური მცველის პოზიციაზე ხოჭოლავას ნაცვლად ლეგიონერის მონახვა არცთუ ისე რთულია. თუ სიმართლეს თვალს გავუსწორებთ, ქართველის საშუალო კლასი "შახტარის" ფეხბურთელთა საერთო კლასზე უფრო დაბალია. მას აშკარად არ ჰყოფნის სისწრაფე. იმის გათვალისწინებით, რომ დონეცკელები დიდ დროს შეტევაში ატარებენ, მისი დაცვის ხაზი საკმაოდ მაღლაა განლაგებული.

სისწრაფის არქონა მუდმივ პოზიციურ შეცდომებთან ერთად დონბასური გუნდის ნამდვილ თავსატკივრად იქცა. დიახ, ხოჭოლავას აქვს ძლიერი მხარეები - თავით თამაში და ორთაბრძოლები. ის "შახტარის" ყველაზე გაბარიტული და მძლავრი ცენტრალური მცველია, რომელიც თავის გუნდს იმ გუნდებთან თამაშში უნდა დაეხმაროს, რომლებსაც ასეთივე მძლავრი თავდამსხმელები ჰყავთ. ის "ინტერთან" მატჩებში გამოიყენეს, რომლის შეტევაში რომელუ ლუკაკუ მოქმედებს. ბრძოლებში ურიგოდ როდი მოქმედებდა, მაგრამ გადაწონა თუ არა მისმა დადებითმა მხარეებმა მინუსები? ცალსახად არა.

უნდა ჰქონდეს თუ არა "შახტარს" ხოჭოლავას იმედი? კითხვა მართლაც საკმაოდ სადისკუსიოა და აქ აზრთა სხვადასხვაობას შეიძლება ჰქონდეს ადგილი. ჩვენ კი ვთვლით, რომ თუ "შახტარს" ევროტურნირებზე ამბიციური ამოცანები აქვს დასახული, დაცვის ბურჯი ლეგიონერის ადგილი უფრო მაღალი ხარისხის შემსრულებელმა უნდა დაიკავოს".

სხვათა შორის, აღნიშნული გამოცემა ხოჭოლავას თამაშს ხშირად ზედმეტად კრიტიკულად აფასებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რო-ტო-რი.
ასა
11:15 13-01-2021
4
რა შანსიც ეძლევა და რა დონეზეც ენდობია, ზუსტად ის დონეა. არც ბოლომდე საძირითადე კაცია და არც თადარიგის. თუ მოუმატებს ცოტას არ იქნება ურიგო.
Konse
02:37 13-01-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული