"კრიტიკოსებმა ილაპარაკონ და თავიანთი ჭია გაახარონ, ყველაფერს მოედანზე დავამტკიცებ" - ინტერვიუ გიორგი არაბიძესთან

AutoSharing Option
22 წლის ქართველი შემტევი გიორგი არაბიძე კარიერას რუსულ "როტორში" გააგრძელებს. ჩვენებური ვოლგოგრადულ კლუბში 6-თვიანი იჯარით პორტუგალიური "ნასიონალიდან" გადაბარგდა.

Sportall.ge გიორგის დაუკავშირდა. ჩვენ მას ტრანსფერსა და სხვა საინტერესო საკითხებზე ვესაუბრეთ:

"როტორთან" ხელი 6-თვიან იჯარას მოვაწერე, რის შემდეგაც გუნდს ჩემი გამოსყიდვის ვალდებულება ექნება. ეს არ იქნება იმაზე დამოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა კლუბი ადგილს რუსეთის პრემიერლიგაში.

ტრანსფერში დიდი როლი მამუკა ჯუღელმა ითამაშა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. "როტორში" გადმოსვლამდე გუნდში მყოფ ქართველ ფეხბურთელებს ვესაუბრე, მათ კი მხოლოდ დადებითი ამბები მითხრეს.

რა თქმა უნდა, ჩემს
ტრანსფერში გარკვეული როლი მათთან გასაუბრებამაც შეიტანა. ჯერჯერობით არ ვიცი, დარჩება თუ არა ყველა ქართველი ფეხბურთელი "როტორში".

რატომ არ მათამაშებდნენ "ნასიონალში"? - სიმართლე გითხრათ, მეც კი არ ვიცი... არავისთან არანაირი კონფლიქტი არ მქონია და პირიქით, კარგი ურთიერთობა მქონდა. მწვრთნელი იმ ფეხბურთელებს ენდობოდა, ვისთანაც გასულ სეზონში ჰქონდა ურთიერთობა.

მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა, ბევრს ვვარჯიშობდი და ვცდილობდი, რომ ფორმაში ვყოფილიყავი.

ჩემი მიზანი უცვლელია, რომ კვლავ დიდი ფეხბურთი ვითამაშო. ჩავარდნა ყველას მოსდის და ამისგან დაზღვეული არავინ არაა. მარტივი არასდროს არაფერი არ არის.

რას ვუპასუხებდი კრიტიკოსებს? - მე მათ დიდი ხანია აღარ ვაქცევ ყურადღებას. ილაპარაკონ, რამდენიც უნდათ და თავიანთი ჭია გაახარონ. იმ ადამიანებს კი, რომლებიც გვერდში მიდგანან და ჩემი დღემდე სჯერათ, დიდ მადლობას გადავუხდი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მათ ნახონ ისეთი არაბიძე, როგორიც სურთ".

არაბიძეს ბოლოსკენ კითხვა საქართველოს ნაკრებზეც და ეროვნულ გუნდში შესაძლო დაბრუნებაზეც დავუსვით:

"ყოველთვის მზად ვარ, ჩემი ქვეყნის ფორმა მოვირგო და ეროვნულ ნაკრებს დავეხმარო, რადგან ეს ყველა ფეხბურთელის ოცნებაა.

ალბათ, მაკედონიასთან ბიჭებს მცირედი დააკლდათ და დიდ ნატვრას ავისრულებდით, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინაა", - გვითხრა არაბიძემ.

მკითხველის კომენტარები / 40 /
არაბიძეს გატანაც შეუძლია და პასის მიცემაც.ჯარიმებსაც კარგად ურტყამს.სწორედ ასეთი კაცი სჭირდება როტორს და ამიტომ,მგონია,რომ არაბიძეს სათამაშო დროს,საკმაოდ მისცემენ.იმედია,ლიგაშიც შეინარჩუნებენ ადგილს.გიორგის,წარმატებებს ვუსურვებ და იმედი მაქვს,ისიც გაიაზრა,რა აკლდებოდა აქამდე.თუ ჯუღელია მისი აგენტი,ისიც დაეხმარება სწორი დასკვნების გამოტანაში.ერთს კი,მაინც ვეტყვი,გიორგი,ქსელებში ბევრი და ბევრნაირად წერს,ზოგი ირონიით,ზოგიც,ჩასაფრებულის პოზიციიდან,მაგრამ ისეთიც ძალიან ბევრია,რომელიც მოყვარის პოზიციიდან გაკრიტიკებს და მათი კრიტიკის გატარება,არა მგონია სასარგებლო იყოს.ახლა კი,ბედნიერ, წარმატებულ,უტრავმო ახალ წელს გისურვებ,სწრაფად ფორმაში შესვლას და ნაკრებში დაბრუნებას.
სოსო
13 იანვარი 2021 16:02
3
კრიტიკოსებს კი არა, ერთი თავში ავარდნილი პატარა ბიჭი ხარ, რომელიც ჯერ არაფერს წარმოადგენს. შვილო შენი პრიბლემა იცი რა არის? ნიჭი გადმოგდის ყურებიდან, მაგრამ ამპარტავნება არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშო, მიუხედავად ნიჭისა. ცოტა დაეშვი მიწაზე. ცხოვრებაში და მითუმეტეს ფეხბურთში არაფერი გაგიკეთებია, ვერც ერთ გუნდში ადგილი ვერ დაიმკვიდრე. მეტი თავმდაბლობა გამოიჩინე და ცოტა აზრზე მოდი, თორემ შენნაირი მუდამ პერსპექტიული ახალგაზრები ისედაც ბევრია საფეხბურთო სანაგვეზე. შენი უფროსი თაობა, შენთვის კარგად ნაცნობი ხალხი შენი ნიჭის ქებასთან ერთად შენს პიროვნულ ამპარტავნებაზე ლაპარაკობდნენ მუდმივად. წლების წინ ვიცოდი რომ ამ პატარა ბავშვს, საკუთარი პიროვნულობა და ხასიათი არ მისცემდა დიდი ფეხბურთის თამაშის საშუალებას. დაეშვი, ჯერ პატარა ხარ, დრო კოდევ გაქვს. რაც მეტად თავში გექნება ავარდნილი ის არაფერი რაც შეგიქმნია ცხოვრებაში, ის გატანილი სამნახევარი ჯარიმა, მით მეტი პროგრესი გექნება. ან არა და ის ბედი გელის რაც შენნაირ ნიჭიერ, პიროვნულად ვერ სოციალიზირებულ, ვითომ მაღალი წარმოდგენის მქონე, დაბალი განვითარების ფეხბურთელებს ;)
თემო
13 იანვარი 2021 15:26
12
ნამეტანი მკაცრი ხარ, თუ ადამიანისთვის კარგი გინდა ასეთი მყრალი ლაპარაკი არ უშველის. გველსა ხვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი-ო ქვეყანამ იცის. ასეა თუ ისე, მთავარია რომ ყველა აღიარებს ამ ბიჭის განსაკუთრებულ ნიჭს და შესაძლებლობებს, ამიტომაცაა განსაკუთრებით რომ გვენანება მისი დაკარგვის! რუსეთის პრემიერლიგა რა დონის ტურნირია, ევროტურნირებზე "დაამტკიცეს" რუსულმა გუნდებმა (ერთიმეორეზე სამარცხვინოდ გამოვიდნენ), თუმცა ქართველებისთვის დიდ ფეხბურთში შესასვლელად მაინც ვარიანტია. რაც შეიძლება მალე უნდა ამოიქოქო და გვანახო რა შეგიძლია! მთავარია თუ შეძელი დიდი ფეხბურთის თამაში, მაგ წუმპეში არ ჩარჩე, თორე მოგიწევს ქურდებთან და მათ ძმაკაცებთან მეგობრობა, მერე უკვე ნაღდად ვეღარ დადგება შენგან ვერც კარგი ფეხბურთელი და ვერც კარგი ადამიანი! წარმატებები და გვეიმედები!
ირაკლი
13 იანვარი 2021 17:41
7
მიდი ითამაშე ჩვენც ეგგვინდა,თორე კრიტიკოსებს რომ უსმინო საქართველოში ფეხბურთი უნდა გაუქმდეს თურმე...
romandro
13 იანვარი 2021 18:41
0
ყველა გამოხმაურება
სიმართლე ვთქვათ ჯუღელმა ბევრი ქართველი მოაწყო რუსეთის კლუბებში მიუხედავად იმისა რომ ისინი მარტივად რომ ვთქვათ არ აკმაყოფილებდნენ ამ ჩემპიონატის დონეს იგივე არაბიძეც ფეხბურთელი რომელსაც ბოლო 2 სეზონია ფეხბურთი ფაქტიურად არ უთამაშია და ბოლოს თურქეთის მე 2 ლიგაში გამოდიოდა მოაწყო რუსეთის პრემიერ ლიგის გუნდში და მისცა შანსი კვიპროსში ქეცბაია და რუსეთში ჯუღელი ეს ორი კაცი რომ არ იყვნენ დიდი ალბათობით ყაზახეთს და აზერბაიჯანს ვერ გაცდებოდნენ ქარტველი ფეხბურთელების უმეტესობა.
გიო
13 იანვარი 2021 18:57
3
ქვილითაიც უთამაშებელი იყო თითქმის საერთდ არ ეძლეოდა შანსი ბელგიაში მაგრამ გადავიდა ანორთოსისში და ახლა უკვე ბომბარდირობისკენ იწევს მშვენიერ სეზონს ატარებს კვიპროსში დიდი იმედი მაქვს არაბიძეც ასევე კარგად ათამაშდება ძალიან ცუდია რომ როტორი მძიმე მდგომარეობაშია გუნდს სჭირდება მოგებები რომ ამოვიდეს გასავარდნი ზოდან და იმედი მაქვს ამოვა ბევრი ქართველი თამაშობს ამ გუნდში და არ მინდა მე 2 ლიგაში გავარდნენ.
ზაზა
13 იანვარი 2021 18:59
2
ოღონდ შენ ათამაშდი და ვისაც არ გაეხარდეს.......
იკა
13 იანვარი 2021 16:42
0
გეთანხმები!!! თან როტრის მწვრთნელმა, ხაცკევჩმა, რომელიც დინამო კიევის მთავარი მწვრთნელი იყო, კარგად იცს გიოს შესაძლებლობა!!! ამიტომ ბევრ დროს მიცემს თამაშისთვის!!!აბა შენ იცი გიორგი, გაგვახარე!!!
დათო
14 იანვარი 2021 00:17
0
ეეე ბიჯო მიდი დაამტკიცე რას იმუქრები, რაც კარგი იქნები ყველა ტაშს დაგიკრავს, რა გჭირს ჯერ არაფერი გაგიკეთებია მასეთი, 1_თი ჯარიმა ყველას აქვს გატანილი უბანში თუ სად და კიდევ სად, რა იყო რას წყრები რა ქედმღლური განცხადებები გაქ,არ გვახსოვს რაღაც მსოფლიო ჩემპიუონატი მოგეგოს,ნიჭი კი გაქვს მაგრამ ამას გამოყენება ჭირდება.
ziko
13 იანვარი 2021 19:50
6
რა ვერ გაიგეთ,რომ პრობლემა თავშია. ნებისმიერ სფეროში წარმატებას, რომ მიაღწიო შუაზე უნდა გაიხე, მეც მინდა გულაობა და ბევრი ფული, მაგრამ ეგრე არ გამოდის. ამათ ნაშებში გრიალიც უნდათ, სირბილიც ეზარებათ და მესის დონეზე თამაშზეც არ იტყვიან უარს. ეგენი ერთად არ არსებობს. გათენდება დაიწყე ვარჯიში, ივარჯიშე დღის ბოლომდე, მერე დაიძინე. ესაა წარმატების ფორმულა და არა იმის ყვირილი, ებიჯო მჩაგრავენ, არ მათამაშებენ. ჰოლივუდის ფილმების ნუ გჯერათ რა, ლოთი და მაგარი პილოტების არსებობის, ზღაპარია ეგ შეიგნეთ.
geno
13 იანვარი 2021 16:49
5
გენო გეთანხმებით, მაგრამ ზოგს ეს ქრონიკულად მიყვება ცხოვრების ბოლომდე, ზოგს კი რაღაც პერიოდი უქრის თავში, შემდეგ კი დინჯდება!!! ჩვენც მეტ-ნაკლებად ასე არ ვიყავით???!!! ზუსტად ამის იმედი მაქვს, რომ ეს ეტაპი გაიარა, მის თავში პეპლები აღარ დაფრინავს და ჭკუაზეა მოსული!!! ჰა ბურთი და ჰა მოედანი, ვნახოთ !!! მე იმედი მაქვს, რომ ის შეძლებს ლამაზი ფეხბურთის თამაშს!!! მის მიერ საჯარიმოებიდან გატანილი ბევრი გოლი, ხომ მართლაც შედევრია!!!
დათო
13 იანვარი 2021 18:03
2
21-ის ვარ და დიდი ხანია ეს გავიაზრე.
geno
15 იანვარი 2021 20:56
0
წარმატებები გიორგის ამდენი წვალების შემდეგ და მალადეც მამუკა ჯუღელს.მაგარ საქმეს უკეთებს ბიჭებს.
კახა
13 იანვარი 2021 17:23
5
გიო დიდი იმედი მაქვს , რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებ!!! ყველაფერი შენზეა დამოკიდებული!!! არ დამავიწყდება შენთან შეხვედრა ,, მირ ოტელში" და მატჩი მალმესთან!!! და მთავარი, რისთვისაც მე შენ მაშინ დაგაფასე, ეს იყო შენი თბილი საუბარი მამასთან ტელეფონით!!! მოკლედ თავი არ დაზოგო და აბა შენ იცი!!! წარმატებები!!!
დათო.შახტარი-მალმე, ტრუსკოვეცი- მორშჩინსკოე.
13 იანვარი 2021 16:40
3
ამის კრიტიკოსი ვინღაა? ტიპი გასაკრიტიკებელიც აღარაა, ანანიძეს პონტია, ყველას რო გვეცოდება. ყველაზე მაგრად მომეწონა პასუხი კითხვაზე: ნასიონალში რატომ არ გათამაშებენო? მეც არ ვიციო )))) მე ვიცი ზატო, კლასი არ გყოფნის და თან ზარმაცი ხარ, აი ეხლა ნახე რუსეტის ბოლოადგილოსან გუნდში თუ არ გადამაშონ, იმიტომ რომ შენი დონეა ზედგამოჭრილი, თუ არადა მერე დინამოში წამოხვალ და ესე ბიძია
მეგრელი
13 იანვარი 2021 18:54
14
ანანიძის "შესაცოდი" რა სჭირს? კი, ვერ შეძლო იმ ფეხბურთის თამაში, რასაც მისგან ველოდებოდით, მაგრამ, ყოველშემთხვევაში, რუსეთის ჩემპიონიც გახდა, თასიც მოიგო, ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა და ნაკრებშიც მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ფულიც ბევრი იშოვა, თავის ოჯახსაც მიხედა და ბევრსაც ხელი გაუმართა.
Burton
14 იანვარი 2021 16:30
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული