რუსული Sport24 წერს, რომ საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია ვოლგოგრადის "როტორს" საიჯარო ხელშეკრულების დასრულებისთანავე დატოვებს.
საქმე იმაშია, რომ "ლოკომოტივიდან" განათხოვრებული ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ვოლგოგრადულ კლუბს არ აქვს. შესაბამისად, საბა ზაფხულში მოსკოვურ გუნდში დაბრუნდება.
კვირკველია "როტორში" აგვისტოს შემდეგ თამაშობს და რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 11 შეხვედრა ჩაატარა.
შთაბეჭდილენა მრჩება დიდად არ ჰუნდა იკლავდეს ტრენაჟორებზე თავს. თითქოს წელში მოხრილი დარბის და ასევე ვერც მხრების სიგანეზე ვამჩნევ რომ მაინცდამაინც ცდილობს “ჯეჯგვი” მცველი გახდეს, მიკარებაც რომ არ ესიამოვნებათ თავდამსხმელებს. აშკარად რაც ბუნებამ მისცა (სიმაღლე) იმით კმაყოფილებდა და სიგანეში გაწევაზე არ ჩალიჩობს