საბა კვირკველია "როტორში" არ დარჩება

AutoSharing Option
რუსული Sport24 წერს, რომ საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია ვოლგოგრადის "როტორს" საიჯარო ხელშეკრულების დასრულებისთანავე დატოვებს.

საქმე იმაშია, რომ "ლოკომოტივიდან" განათხოვრებული ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ვოლგოგრადულ კლუბს არ აქვს. შესაბამისად, საბა ზაფხულში მოსკოვურ გუნდში დაბრუნდება.

კვირკველია "როტორში" აგვისტოს შემდეგ თამაშობს და რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში  11 შეხვედრა ჩაატარა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
არსად არ დაგეკარგოთ
ლ.მ
20:34 16-01-2021
0
პროფესიონალიზმი, არასერიოზულობა,რეჟიმის დაცვა, საქმისადმი სიყვარული აკლიათ, ეგ არის ამათი პრობლემა რაც კარგად მაკედონიასთან თამაშზე გამოჩნდა,რაც შეეხება რუსეთის ლიგას საკმაოდ ძლიერი ლიგაა და აქედან ბევრი ძალიან მაგარი ფეხბურთელი წასულა იმ ტოპჩემპიონატებში, რადგან ამ ლიგას ფართოდ აშუქებენ და ბევრი სკაუტი აკვირდება ევროპიდან,მაგალითად ნემანია ვიდიჩი სპარტაკიდან მანჩესტერ იუნაიტედში წავიდა,თან როგორ მანჩესტერში.ასე რო თუ აქ ფეხბურთელი თავს გამოიჩენს მას უყურადღებოდ არავინ დატოვებს.
ziko
15:50 15-01-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული