კვეკვესკირი პოლონურ კლუბს ელაპარაკება, კანკავათი თურქები ინტერესდებიან

AutoSharing Option
როგორც ყაზახური kstnews.kz წერს, კოსტანაის "ტობოლის" ორივე ქართველმა ნახევარმცველმა, შესაძლოა, კლუბი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე დატოვოს.

ყაზახები წერენ, რომ თბილისისა და ბათუმის "დინამოსათვის" უარის თქმის შემდეგ კანკავას კარიერის თურქეთში გაგრძელება შეუძლია. მისით "ბურსასპორია" დაინტერესებული, რომელიც თურქეთის პირველ ლიგაში თამაშობს და სუპერლიგაში დაბრუნებისთვის იბრძვის. საიტი წერს, რომ კანკავას "ტობოლიდან" წასვლა გუნდის ყველაზე დიდი დანაკარგი იქნება.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ ნახევარმცველ ნიკა კვეკვესკირს, ყაზახების მიხედვით, ნიკა მოლაპარაკებებს პოლონურ კლუბთან აწარმოებს და არის შანსი, რომ აზიური ქვეყნის ჩემპიონატი "კვეკვემაც" დატოვოს.

კვეკვესკირი
"ტობოლის" რიგებში 2017 წლიდან თამაშობს, კანკავა კი ყაზახურ კლუბს ნიკას მისვლიდან 1 წლის შემდეგ შეუერთდა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ააა აქ არ უნდათ. თურქ.ჭ კლასი უნდა. ან ყირგიზეთი, იმას კი ვინმემ უთხარით რო პოლონეთში მაყუთს ვერ იშოვის.
რატი
21:33 14-01-2021
16
სიმართლე უნდა ითქვას ფეხბურთელს რომელსაც ნაკრებში თამაშზე პრეტენზია აქ ყაზახეთში არ უყნდა თამაშობდეს,იქ ქართველი ფეხბურთელი ვერ განვითარდება, უნდა გაიგონ ეს ფეხბურთელებმა, ვითუმეტეს კანკავას დონის ფეხბურთელი, ყაზახეთში თამაშს რომელიმე საქართველოში მოწინავე კლუბში თამაში ჯობია 10-თავით ევროტურნირებზე თამაშის პრესპექტივით.
ziko
15:38 15-01-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული