ქართველი მეკარე კარიერას უკრაინის პრემიერლიგაში განაგრძობს

AutoSharing Option
ქართველი მეკარე ზაურ მახარაძე, რომელიც "ზორიადან" გუშინ, 13 იანვარს წამოვიდა, კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ კლუბ "დნიპროში" განაგრძობს.

"დნიპრო" უკრაინის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა (თუმცა კონკურენტებს დიდად არ ჩამორჩება) და უკანასკნელი 6 მატჩი ზედიზედ წააგო.

27 წლის მახარაძისათვის "დნიპრო" კარიერაში მე-3 გუნდია. აქამდე დონეცკის "ოლიმპიკისა" და "ზორიას" რიგებში უთამაშია.


მკითხველის კომენტარები / 4 /
მე ვუყურე მაგის.თამაშებს ლორიასაც ჯობია და მაკარიძესაც.
გოჩა
14 იანვარი 2021 20:18
5
სერიოზული მეკარეა და არაა დასაკარგი ნამდვილად
ზვიადი
14 იანვარი 2021 18:30
1
ლორიას ნამდვილად ჯობია, მაკარიძე რამდენად სანდოა ვერ გავერკვიეთ ვაისის ხელში. საოცარი ისაა ამდენ ხანს როგორ ვერ გადაწყდა მისი საკითხი, რა არის პრობლემა ეგება დაწეროთ. უკრაინაში პრობლემები სწორედ მის შემდეგ დაეწყო, რაც საქართველოში თამაშის სურვილი გამოხატა და უკრაინელი სპეციალისტები ჯავრობდნენ, რომ აქამდე არ ათამაშეს ნაკრებში.
emigranti
15 იანვარი 2021 00:30
3
აუ როტორი..
rubini
14 იანვარი 2021 18:41
3

სიახლეები პოპულარული