ზაურ მახარაძის ლუგანსკის "ზარიამ" უკრაინის ჩემპიონატის განახლების შემდეგ პირველი შეხვედრა ჩაატარა და გასვლაზე "ალექსანდრიასთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1.
ქართველი მეკარე ლუგანსკელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და სტუმართა კარი გაშვებული გოლისაგან რამდენიმეჯერ იხსნა. "ალეკსანდრიას" ფეხბურთელებმა მხოლოდ პენალტის ნიშნულიდან შეძლეს მისთვის გოლის გატანა, ისიც მატჩის 90+4 წუთზე.
"ზარიას" "დესნასა" და კიევის "დინამოს" მსგავსად 46-46 ქულა აქვს და მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს. "დინამო" დღეს უკრაინულ კლასიკოში "შახტარს" ეთამაშება. წინ კიდევ 9 ტურია დარჩენილი და მიუხედავად იმისა, რომ დინამოელები მეორე ადგილისთვის ბრძოლაში ფავორიტები არიან, "ზარია" უშანსოდ ნამდვილად არ გახლავთ. უკრაინის პრემიერლიგაში დაკავებული მეორე ადგილი კი, როგორც მოგეხსენებათ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებას იძლევა.