ხვიჩას ძლიერად ჩაარტყეს, გოლი გაიტანა და მძიმე ტრავმას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 21 იანვარს გაიმართა ამხანაგური მატჩი ბელგრადის "პარტიზანსა" და ყაზანის "რუბინს" შორის.

რუსული გუნდის ძირითად შემადგენლობაში თამაშობს ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც სერბების კარში გოლიც გაიტანა.

იქამდე კი ქართველი მძიმე ტრავმას გადაურჩა - "პარტიზანის" კამერუნელმა მცველმა მაკი ბანიაკმა "კვარას" ფეხებში უკნიდან გამეტებით ჩაარტყა.

"რუბინმა" მეტოქეს 5:2 -ს მოუგო. ხვიჩამ საკუთარი წვლილი სამ გოლში შეიტანა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
რასაც ეს ფეხებში კაკუნნს უძლებს და ტრავმას არ იღებსალადეც რაა . ისე ამხანაგურებში იქნებ დაასვენოს და არ გარისკოს მწვრთნელმა თორე ამის ტრავმაღა გვაკლია ერთადერყი იმედია დღესდღეობით რომელსაც დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია
ტოტტი
18:20 21-01-2021
4
ამას უკვე პროფესიონალიზმი ქვია, ეს ბიჭი დღითი დღე იზრდება და კარგია. ევროპულ გრანდში ითამაშებს მალე. სლუცკი მაგარია რო ენდობა ბოლომდე და უმართლებს კიდეც. ღმერთმა აშოროს ტრავმა.
ქართველი
09:10 22-01-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული