თურქულ შეკრებაზე "როტორი" პირველ საკონტროლო მატჩში პოლონეთის "იაგელონიას" შეხვდება.
ვოლგოგრადული გუნდის ძირითად შემადგენლობაში მწვრთნელმა ხაცკევიჩმა საბა კვირკველია, ზურიკო დავითაშვილი, ნიკა ყიფიანი და ბათუმის "დინამოს" ყოფილი შემტევი ჯოვინო ფლამარიონი დააყენა.
შეგახსენებთ, "როტორში" აგრეთვე ბექა მიქელთაძე თამაშობს და ახლახან გიორგი არაბიძე დაიმატა. "იაგელონიაში" კი მეკარე ლუკა გუგეშაშვილი დაბრუნდა.