დავითაშვილმა გაიტანა, არაბიძემ ხარიხას გაარტყა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე პირველ ამხანაგურ მატჩში ქართველების "როტორი" "იაგელონიას" დაუზავდა - 1:1.

მწვრთნელმა ალექსანდრ ხაცკევიჩმა საბა კვირკველია, ზურიკო დავითაშვილი და ნიკა ყიფიანი სასტარტოში დააყენა. დებიუტში ზურიკომ ყიფიანი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ მან მომენტი ვერ გამოიყენა. შემდეგ ბილოსტოკურმა გუნდმა ანგარიში გახსნა, ხოლო მე-40 წუთზე დავითაშვილმა საპასუხო გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში ხაცკევიჩმა თერთმეტივე ფეხბურთელი გამოცვალა და შეცვლაზე დებიუტანტი გიორგი არაბიძე შეუშვა. 64-ე წუთზე მის მიერ შორიდან ძლიერად დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.

"იაგელონიაში" არ უთამაშია მეკარე ლუკა გუგეშაშვილს.

26 იანვარს "როტორი" სლოვენიის "მურას" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
... ყოჩაღ ბიჭებო!!!
დათო
23:02 21-01-2021
2
არაბიძე თუ შევიდა ფორმაში და დისციპლინა დაიცვა, ნაკრებში ეგ მარჯვენა ფლანგზე,შუაში ჩაკვე და მარცხნივ კვარა იქნება ერთ-ერთი ყველაზე შემტევი და კრეატიული ხაზი რაც კი გვყოლია.
გმ
08:46 22-01-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული