სლუცკიმ განმარტა, რატომ შეცვალა კვარაცხელია

AutoSharing Option
თურქეთში საკონტროლო მატჩში "რუბინმა" ბელგრადის "პარტიზანი" 5:2 დაამარცხა. ამ მატჩში გოლი გაიტანა ხვიჩა კვარაცხელიამ და ტრავმის გამო 56-ე წუთზე შეცვალეს.

უნდა ითქვას, ყაზანურმა გუნდმა კარგად ითამაშა, უტევდა ცენტრიდანაც და ორივე ფრთიდან, სწრაფი კონტრიერიშები მიჰქონდა მეტოქის კარზე, ჩვენებურმა კი შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კლუბის საიტთან კომენტარი "რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გააკეთა: "შედეგს, ალბათ, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. პირველ ტაიმს ჰქონდა, რადგან ძირითადთან მიახლოებული შემადგენლობით ვითამაშეთ. მინდოდა ბიჭები საქმეში მენახა. მეორე ტაიმში ბევრი ცვლილება განვახორციელე და თამაში ეპიზოდებად დაიყო.

მატჩს
ანძიდან ვუყურე, რადგან მთელი ხედი უკეთ ჩანდა. საშუალება რომ ყოფილიყო, უფრო მაღლიდანაც ვუყურებდი. კვარაცხელიას უფრო გვიან შეცვლას ვაპირებდი, მაგრამ მცირე დაზიანება მიიღო. შეცვლების მხრივ ყველაფერი გათვლილი მქონდა, მაგრამ მან ბარძაყზე მოიკიდა ხელი და შეცვლა ითხოვა. ამიტომ დაგეგმილზე 10 წუთით ადრე გავიყვანე მოედნიდან. პირველი ტაიმის მიხედვით მსუბუქი სიამოვნება მივიღე".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული