საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი "ანორთოსისში"?

AutoSharing Option
კვიპროსული goal-ი წერს, რომ ბერძენი ლაზაროს ხრისტოდოლოპულოსის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ ფამაგუსტის "ანორთოსისის" მთავარი მწვრთნელი ახალ ფეხბურთელს ეძებს და ასეთ კანდიდატად ვარშავის "ლეგიას" ნახევარმცველი ვაკო გვილია მიაჩნია.

ქეცბაიას გუნდში გოლის გატანაზე ორიენტირებული ნახევარმცველის მიყვანა სურს, ვაკო გვილიას შესაძლებლობებს კი ძალიან კარგად იცნობს და მიიჩნევს, "ანორთოსისის" საჭიროებებსა და მოთხოვნებს შეესაბამება.

პრობლემა კი ერთია: კვიპროსული კლუბისთვის გვილია ზედმეტად ძვირიანი ფეხბურთელია და ტრანსფერში ხელისშემშლელი ფაქტორი ეს შეიძლება აღმოჩნდეს.

ვაკოს "ლეგიასთან" მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში უმთავრდება. გადავა თუ არა "ანორთოსისში", ეს საკითხი ნათელი მომავალ
დღეებში გახდება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
გვილია ისედაც კარგადაა ლეგიაში, რომელიც ანორთოსისზე უკეთესი კლუბია. რავი, რატომ უნდა გადავიდეს? მაგას სჯობდა ისევ უკლუბო კვეკვესკირი ან ყაზაიშვილი მიეწვია, ანდა უთამაშებელი აბურჯანია.
ლაშა
11:55 23-01-2021
1
აქ პატრიოტიზმი არაფერ შუაშია.ქეცბაიამ კარგად იცის გვილიას შესაძლებლობები და სჭირდება ასეთი დონის ნახევარმცველი. მაგრამ გვილიასთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება თუ დათანხმდება! ისე ქეცბოს თუ მასე აწუხებს მოჭარბებულად პატრიოტული გრძნობები ეროვნული ლიგიდან წაიყვანოს ახალგაზრდა ნახევერმცველი და გაუხსნას გზა ევროპაში! პირადად ქეცბაიას დიდ პატივს ვცემ არ გეგონოთ არ მომწონდეს! მაგრამ ეს ბიზნესია პირველ რიგში!
kaxa
11:33 23-01-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული