საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი "ანორთოსისში"?

AutoSharing Option
კვიპროსული goal-ი წერს, რომ ბერძენი ლაზაროს ხრისტოდოლოპულოსის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ ფამაგუსტის "ანორთოსისის" მთავარი მწვრთნელი ახალ ფეხბურთელს ეძებს და ასეთ კანდიდატად ვარშავის "ლეგიას" ნახევარმცველი ვაკო გვილია მიაჩნია.

ქეცბაიას გუნდში გოლის გატანაზე ორიენტირებული ნახევარმცველის მიყვანა სურს, ვაკო გვილიას შესაძლებლობებს კი ძალიან კარგად იცნობს და მიიჩნევს, "ანორთოსისის" საჭიროებებსა და მოთხოვნებს შეესაბამება.

პრობლემა კი ერთია: კვიპროსული კლუბისთვის გვილია ზედმეტად ძვირიანი ფეხბურთელია და ტრანსფერში ხელისშემშლელი ფაქტორი ეს შეიძლება აღმოჩნდეს.

ვაკოს "ლეგიასთან" მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში უმთავრდება. გადავა თუ არა "ანორთოსისში", ეს საკითხი ნათელი მომავალ
დღეებში გახდება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ქეცბაიას მადლობა ამდენ ქართველს თავის გამოჩენის შანსს რომ აძლევს და გუნდს ქართველების გარშემო აშენებს, რაც სამწუხაროდ სხვა ქართველ სპეციალისტებში არ ჩანს, თუმცა გვილია კვიპროსისთვის არ მემეტება, რატომღაც მგონია ბევრად მაღალ დონეზე შეუძლია თამაში, წარმატებები!
გიორგი
15:55 22-01-2021
5
კვიპროსული კლუბისთვის გვილია ზედმეტად ძვირიანი ფეხბურთელი ყოფილა :D
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული