ზივზივაძემ უნგრეთის ჩემპიონატზე მეხუთე გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უნგრეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში ბუდუ ზივზივაძის "ფეჰერვარმა" ბუდაპეშტში 5:0 გაანადგურა გიორგი ბერიძის "უიპეშტი".

ზივზივაძე მწვრთნელმა გაბორ მარტონმა სასტარტო შემადგენლობაში დააყენა, მან 55-ე წუთზე გოლი გაიტანა,  ანგარიში 0:3 გახადა, 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო 67-ე წუთზე შეცვალეს. მის ანგარიშზე ტურნირის 15 მატჩში 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

სტუმართა გუნდში 62-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ბერიძე.

"ფეჰერვარი" მე-2 ადგილზეა, ლიდერ "ფერენცვაროშს" 7 ქულით ჩამორჩება და 27 იანვარს სტუმრად "კიშვარდას" შეხვდება. რაც შეეხება "უიპეშტს", 19 ქულით მე-9 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონას 4 ქულა
აშორებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
საღოლ ზივზივ ... ასე და ამაზე მაგრადაც გაგეგრძელებინოს ჩემო კარგო... ეჰჰ ჩვენ კი გვჯერა შენინმარა ნაკრების მწვრთნელებს ძინავთ
bejo
21:55 24-01-2021
0
დავრწმუნდი რომ ვაისის სქემაში მართლა ვერ ჩაჯდებოდა, ვაისის სქემა იყო - ბურთი ჩაკვეტაძეს და ის რამეს მრიფიქრებს, თუ შორსაა პასი მეკარეს ( ჩაკვეს ტრავმის შემდეგ დავითაშვილით შეიცვალა) აბა რად უნდოდა მაგას გოლის გამტანი და თან პასის მიმცემი თავდამსხმელი
ზორბეგი
12:31 24-01-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული