თურქულ შეკრებაზე დავით ხოჭოლავას "შახტარისა" და სლოვენიის "მარიბორის" მატჩი არ ჩატარდა და ქართველმა მცველმა კლუბის საიტთან მოკლე კომენტარი გააკეთა:
"წვიმაში ვარჯიში ძალიან მომწონს, ეს ჩემთვის კარგი ამინდია. მთელი გუნდი კარგად ვარჯიშობს, ფიზიკური ფორმის აღდგენაზე ვმუშაობთ.
10-ქულიანი სისტემით ჩემი ფიზიკური მომზადება შემიძლია 7-8 ქულით შევაფასო. ვფიქრობ, მეორე შეკრების ბოლოსთვის ოფიციალური მატჩებისთვის მზად ვიქნებით".