protathlima: ოქრიაშვილმა შეიძლება "ანორთოსისი" დატოვოს

AutoSharing Option
კვიპროსული protathlima ირწმუნება, რომ ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელსაც "ანორთოსისთან" კონტრაქტი ივნისამდე აქვს გაფორმებული, შეიძლება გუნდი გამოიცვალოს.

გამოცემის მტკიცებით, მხარეებს შორის ხელშეკრულების გაგრძელებაზე პოზიციები დაშორდა და ფეხბურთელმა კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს.

ისიც საეჭვოა, რომ ოქრიაშვილი წელს გუნდს დაეხმაროს და შეიძლება კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს. თუ იანვრის ბოლომდე თორნიკეს "ანორთოსისმა" სასურველი წინადადებით მიმართა, არაა გამორიცხული, თანამშრომლობა გააგრძელოს, თუმცა ამის ალბათობა ძალიან მცირეა.

larnakasports-ი იტყობინება, რომ ოქრიაშვილი შვილს ელოდება, კარგ ხასიათზეა, უქმე დღით ქართველმა ლეგიონერებმა ისარგებლეს და
მასთან დაისვენეს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ძალიან გული მწყდება რომ ამ ბიჭის საკლუბო კარიერა რომ ვერ აეწყო ძალიან დიდი პოტენციალი ნიჭი ტალანტი ყველაფერი ქონდა რომ დიდი ფეხბურთი ეთამაშა მაგრამ მის საკლუბო კარიერას მუდმივად პრობლემები თანზდევდა ტრამვები კომფლიქტები უდისციპლინობა და ა.შ ამასობაში წლებიც გავიდა და ახლა როცა კარიერის პიკში უნდა იყოს კვიპროსულ გუნდშიც კი შეიძლება აღარ დატოვონ არადა როცა თავიდან გენკში წავიდა ვფიქრობდი რომ მაქსიმუმ 2 წელში პრემიერ ლიგაში ან ბუნდესლიგაში გადავიდოდა ძალიან სამწუხაროა რომ ვერ გახდა იმ დონის ფეხბურთელი როგორიც შეიძლებოდა რომ გამხდარიყო.
გიო
02:11 27-01-2021
1
ჩემი აზრით ასეთ დროს გუნდის დატოვება შუასეზონში იმ გუნდის და იმ მწვრთNელის რომლემაც კარიერა გაუცოცხლა ფეხბურთელს რომელსაც 2 წელი ნორმალურად ფეხბურთი არ ქონდა ნათამაშები რბილად რომ ვთვათ უმდადურული საქციელია სეზონის ბოლომდე მაინც დარჩენილიყო და მერე წასულიყო ქეცვაია რომ არ ყოფილიყო დღეს შეიძლება საერთოდ უგუნდოთ ყოფილიყო ოქრიაშვილი.
ზაზა
02:05 27-01-2021
1

სიახლეები პოპულარული