ხვიჩა "იუვენტუსს", "ინტერს", "მილანს" და ა.შ. აინტერესებთ - მამუკა ჯუღელი

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა პირველ არხთან ინტერვიუში ქართველი ნახევარცველით დაინტერესებული კლუბები დაასახელა.

"ინტერესი გამოავლინა "ინტერმა", "იუვენტუსმა", "რომამ" და "მილანმა", "დორტმუნდმაც". ეს ნაღდი ვარიანტებია და არ არის მოჭორილი. ასევე ვადასტურებ, რომ "ნაპოლიც" გააქტიურდა და გუნდის წარმომადგენლები კონტაქტზე გამოვიდნენ. ეგაა, პანდემიის დროს ურთიერთობები გართულებულია. ახლა მსოფლიოს შესარჩევი დაიწყება და მის დონეს ესპანეთთან, შვედეთთან და საბერძნეთთანაც შეამოწმებენ. მიმაჩნია, რომ ის აუცილებლად ტოპ-გუნდში მოხვდება.

გამორიცხული არ არის, რომ ხვიჩა ახალ კლუბში ახლავე წაიყვანონ. მთავარია, რომ "რუბინს" მისაღები წინადადებით მიმართონ, გუნდი ხელს არავის შეუშლის.
კლუბის გენერალური დირექტორი რუსტემ საიმონოვი ხვიჩას წარმატებით არის დაინტერესებული და საქართველოს ნაკრების გულშემატკივარია, კვარაცხელია კი მართლაც გამორჩეულია. ხვიჩა "რუბინის" ბაზაზე ცხოვრობს, ვარჯიშობს და ძინავს. კვარაცხელია ისეთი ტალანტი და პროფესიონალია, 40-50 წელიწადში ერთხელ რომ იბადებიან,"- განაცხადა ჯუღელმა.



მკითხველის კომენტარები / 50 /
ხანდა,ხანდა დო ხოლო ხანდა,თენა ვარე სქანდა გიორაგადალი ჩქინი ჯგვეჯგვი მარგალი
emigrant
31 იანვარი 2021 16:22
47
აუ ავლიპ შენი ჭირიმე რაააა
როგორ გაჟრიალებთ ყველაფერ მეგრულზე,
შენღა გვაკლიხარ.

მეგრულ მეტყველებაზე და თუნდაც წერაზე ცენზურა დაგვიწესო ბარემ.
მეგრული ისეთევი ქართეველური ენაა, როგორც სვანური და ლაზური.
და დაეტიე ერთ ადგილას
არავინ არ გეკითხება შენ როგორ დაწერს ადამიანი და რა ენაზე,
არ გვინდა შენი ვიწრო პროვინციული შოვინიზმი და ვითომ მორალისტობა.

ზაზა
31 იანვარი 2021 20:53
6
წერეთ და იმეტყველეთ ქართულად....შეეშვით ამ კუთხურ დიალექტებს....რა გინდათ ხალხს უნდა შეაზიზღოთ საქართველოს მარგალიტი და იმედი?!პატივი ეცით სახელმწიფო ენას...ადმინ შენ კიდე გძინავს?!ქართული საიტია თუ მეგრული დიალექტების სპარინგი აქ...
ავლიპა
31 იანვარი 2021 17:17
25
ყველა გამოხმაურება
წიმე ულა ჯიმა ხვიჩა,იუვენტუსის რონალდოშ ხასლას ქომძირდა თინილო დო ამაყას
ბაჩი
31 იანვარი 2021 16:20
48
წერეთ და იმეტყველეთ ქართულად და არა კუთხურ დიალექტზე,სხვამაც რო გაიგოს...
ავლიპა
31 იანვარი 2021 17:12
18
წარმატებები ხვიჩას! ვამაყობთ შენით! აბა შენ იცი, მთავარია პროფესიონალი იყო ყოველთვის, მოინდომო კიდევ უფრო, იშრომო მეტი და დიდ ფეხბურთს ითამაშებ! გვეიმედები!!!
ბათუმი
31 იანვარი 2021 15:59
0
ჩვენი იმედია ხვიჩა,უმაგრესი ქართველი ტალანტი,ხვიჩა მეტია ვიდრე რუბინი,ნამდვილად გამიხარდება დიდი კლუბი,მაგრამ ამ ეტაპზე ხვიჩა მეტად გავითარდება ნაპოლიში ან დორტმუნდში
ავლიპა
31 იანვარი 2021 17:21
2
რა დონეზეც არ უნდა იყოს ესეთი გუნდების დაინტერესება უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს და მაგარია . წარმატებები კვარა
ლშა
31 იანვარი 2021 15:38
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული