ხვიჩა "იუვენტუსს", "ინტერს", "მილანს" და ა.შ. აინტერესებთ - მამუკა ჯუღელი

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა პირველ არხთან ინტერვიუში ქართველი ნახევარცველით დაინტერესებული კლუბები დაასახელა.

"ინტერესი გამოავლინა "ინტერმა", "იუვენტუსმა", "რომამ" და "მილანმა", "დორტმუნდმაც". ეს ნაღდი ვარიანტებია და არ არის მოჭორილი. ასევე ვადასტურებ, რომ "ნაპოლიც" გააქტიურდა და გუნდის წარმომადგენლები კონტაქტზე გამოვიდნენ. ეგაა, პანდემიის დროს ურთიერთობები გართულებულია. ახლა მსოფლიოს შესარჩევი დაიწყება და მის დონეს ესპანეთთან, შვედეთთან და საბერძნეთთანაც შეამოწმებენ. მიმაჩნია, რომ ის აუცილებლად ტოპ-გუნდში მოხვდება.

გამორიცხული არ არის, რომ ხვიჩა ახალ კლუბში ახლავე წაიყვანონ. მთავარია, რომ "რუბინს" მისაღები წინადადებით მიმართონ, გუნდი ხელს არავის შეუშლის.
კლუბის გენერალური დირექტორი რუსტემ საიმონოვი ხვიჩას წარმატებით არის დაინტერესებული და საქართველოს ნაკრების გულშემატკივარია, კვარაცხელია კი მართლაც გამორჩეულია. ხვიჩა "რუბინის" ბაზაზე ცხოვრობს, ვარჯიშობს და ძინავს. კვარაცხელია ისეთი ტალანტი და პროფესიონალია, 40-50 წელიწადში ერთხელ რომ იბადებიან,"- განაცხადა ჯუღელმა.



მკითხველის კომენტარები / 50 /
ვერ არის ეს ჯუღელი კარგი აგენტი. რატომ არ მუშაობს პრემიერ ლიგაზე გასაასვლელად? თუ დღეს რომელიმე ლიგა მართლა ჰყველაზე მაღლა დგას არის პრემიერ ლიგა. არსად ასეთ ტემპში თამაში არ მიდის და ყველაზე მეტს დღეს მანდ იხდიან. სერია ა-ში მ=პანდემიამდეც ბვერპრობლემა იყო ფინანსურად და ხალხის დასწრების მხრივ თამაშებზე ის 80-90-იანების ლიგა აღარ არის.
niko
31 იანვარი 2021 18:37
29
მიმინო გამახსენდა ფილმი :) ესეიგი მარტო პრემიერლიგაა მაგარი? და მესი და რონალდო რატომ თამაშობემ ესპანეთში? ესპანეთიც მიუღებელია, იტალია-გერმანია-ზე რომ არაფერი ვთქვათ ან თუნდაც საფრანგეთზე :) ეს რა ვიცით ხოლმე ზოგიერთმა ქართველმა, უაზრო კუდაბზიკობა. ამპარტავანი ყვავი ქაქზე იჯდა და კუდა ჰაერში წევდა არ მომესვაროსო თუ როგორ არის ის გამოთქმა?

ვაახ. გაგაგიჟებენ ამდენი ყველაფრის მცოდნეები რა :))
ა ბარჟომ? სნაჩალა პადუმაი პატომ გავარი
31 იანვარი 2021 19:57
2
მაფიოზი კი არა фсб აგენტია, ერთი კითხეთ აბა აქ რატო ვერ ჩამოდის, და თუ ჩამოვა ვის და რატო ემალება.
ჯიმი
01 თებერვალი 2021 14:37
4
მალე იმედია მოლაპარაკებები რეალური გახდება,უნდა გადავიდეს როცა იქნება ტოპ გუნდში,ჯუღელი კი კარგ საქმეს აკეთებს ქართველი ფეხბურთელებისთვის მაგალითად 2-წლის უთამაშებელი არაბიძე დააბრუნა როგორც იქნა მინდორზე.
ziko
31 იანვარი 2021 20:20
1
ჯუგელი არი მაფიოზი რომელსაც რუსეტსჰი სჰეუზლია საქმის გაკეტება მაგრამ ევროპა მას არ სჰეუზლია და ხვიჰამ აგენტი უნდა სჰეიცვალოს.ან საერტოდ რასჰი ჰირდება აგენტი.
ბაჯო
01 თებერვალი 2021 12:43
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული