ვაკო ყაზაიშვილი კარიერას სამხრეთ კორეაში განაგრძობს?

AutoSharing Option
fmkorea.com-ი წერს, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა შესაძლოა, კარიერა სამხრეთ კორეის ჩემპიონატის ბინადარ "უსლან ჰიუნდაიში" განაგრძოს.

გავრცელებული ინფორმაციით, კლუბსა და ჩვენებურს შორის მოლაპარაკებაც მიმდინარეობს.

ეს გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია და ამ კონტინენტზე ერთ-ერთ დიდ ძალას წარმოადგენს.

გასულ სეზონში "ჰიუნდაიმ" სამხრეთ კორეის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და "ჯეონბუკს" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩა.

"უსლან ჰიუნდაი" ითამაშებს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, რომელიც ახალი ფორმატით 4 თებერვალს დაიწყება.

როგორც იცით, ყაზაიშვილი ბოლოს აშშ-ში "სან ხოსეში" თამაშობდა, ახლა კი თავისუფალი აგენტია.

მკითხველის კომენტარები / 20 /
კაცი აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ გუნდში გადადის და დაახურეთ თავზე, ყოჩაღ თქვენ. როტორში წასვლა უფრო მოგეწონებოდათ ალბათ.
emigranti
02 თებერვალი 2021 03:47
3
სამხრეთში არა, ჩრდილოეთ კორეაში აჯობებდა ან ჩინეთში იქ უფრო მეტ ფულებს იხდიან!!! მთავარი სპორტული მხარე ხომ არ არის მთავარი ხომ ფულია, ბევრი ფული, ძალიან ბევრი ფუუუულიიი !!! მაგრამ რა ქნას მეტს ვერ ქაჩავს დააა!!!
?!
02 თებერვალი 2021 11:01
1
ისე მეგობრებო , ჰიუნდაის გუნდია , წარმატებული აზიაში , ჩემპიონთა ლიგის აზიის გამარჯვებული , კაი ხელფასებით , ფეხბურთის თამაში ნამდვილად შეიძ₾ება მანდ ფულის შოვნასთან ერთად ))
ლშა
02 თებერვალი 2021 12:06
1
ეეჰ, არადა როგორ მომწონ(ს)და ვაკმენა... იქნებ და ჭორბიუროს ამბები იყოს ეს და რამე ნორმალური ვარიანტი მაინც ქონდეს, თუ სუპერ კარგი არა...
რა მაფიაა?
02 თებერვალი 2021 00:34
0
დარჩენილიყო აშშ ში მშვენივრად შეეწყო მლს
Das
01 თებერვალი 2021 18:34
11
კალთები დაახიეს და არ დარჩა თუ?
papa
01 თებერვალი 2021 21:01
0
ისე დაუმშვენდა მაგას ცხვირი, რამდენი სეზონი გაატარა მლს-ში თითებზე ჩამოსათვლელი გოლები ძლივს გაიტანა.
hhh
01 თებერვალი 2021 21:22
2
ყველა გამოხმაურება
ევროპაში ეს არ უნდათ და არც ხიბლავს დიდად ევროპა,რადგან მოთხოვნები მაღალია.აზიაში კი თავისუფლად გააგორებს ბურთს,კორეის ჩემპიონატი ჩვენი დასაწუნი არაა.სისწრაფე დაკარგა და გაუქაჩავს კორეას,ეგეც საკითხავია.წარმატებები ვუსურვოთ,მაგრამ ამას ნამდვილად შეეძლო თავის დროზე კარგ ევროპულ გუნდში დამკვიდრება,მაგრამ რატომ წავიდა ამერიკაში?იქ ნაკლები მოთხოვნები იყო.
Master
02 თებერვალი 2021 08:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული