fmkorea.com-ი წერს, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა შესაძლოა, კარიერა სამხრეთ კორეის ჩემპიონატის ბინადარ "უსლან ჰიუნდაიში" განაგრძოს.
გავრცელებული ინფორმაციით, კლუბსა და ჩვენებურს შორის მოლაპარაკებაც მიმდინარეობს.
ეს გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია და ამ კონტინენტზე ერთ-ერთ დიდ ძალას წარმოადგენს.
გასულ სეზონში "ჰიუნდაიმ" სამხრეთ კორეის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და "ჯეონბუკს" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩა.
"უსლან ჰიუნდაი" ითამაშებს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, რომელიც ახალი ფორმატით 4 თებერვალს დაიწყება.
როგორც იცით, ყაზაიშვილი ბოლოს აშშ-ში "სან ხოსეში" თამაშობდა, ახლა კი თავისუფალი აგენტია.