ხვიჩა რომ ესპანელი ან ბრაზილიელი იყოს, უკვე "რეალში" ან "ბაიერნში"ითამაშებდა - ამბობს ხორვატი ფეხბურთელი

AutoSharing Option
"რუბინისა" და ხორვატიის ნაკრების მცველმა ფილიპ ურემოვიჩმა თანაგუნდელი ხვიჩა კვარაცხელია შეაქო:

"ხვიჩა დიდი ტალანტია. ძალიან კარგი მოთამაშეა და მალე ევროპის დიდ გუნდში ითამაშებს. აქვს სისწრაფე, დრიბლინგი, დარტყმა და პასი. თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ფეხბურთი კარგად ესმის.

არიან მოთამაშეები, რომელთაც აქვთ დარტყმა, ასევე სწრაფები არიან, მაგრამ თამაშს ვერ გრძნობენ და კარგი საფეხბურთო ინტელექტი არ გააჩნიათ. ხვიჩას კი ეს აქვს. ეს უბრალოდ ღვთის საჩუქარია. 

როდესაც პირველად ვნახე, ყაზანში ამხანაგურ მატჩს ვთამაშობდით. მაშინვე ვთქვი, რომ კარგი მონაცემები აქვს, რომ ტალანტია. ვგრძნობდი, რომ
კაშკაშა და მოხერხებული მოთამაშეა. ეს თავიდანვე მოჩანდა, მაგრამ არ ვიცოდი, ეს ქართველი ვინ იყო.

საერთოდ, ხვიჩა რომ ესპანელი ან ბრაზილიელი იყოს, უკვე "რეალში" ან "ბაიერნში"ითამაშებდა. ქართული პასპორტი მისთვის პრობლემაა.

სკაუტი ან აგენტი ევროპაში უპირატესობას ესპანელს ან არგენტინელს მიანიჭებს, ვიდრე რუსული, ქართული ან ხორვატიული პასპორტის მქონეს. ასეთია თანამედროვე რეალობა. თუმცა, მე იმედი მაქვს, ხვიჩას ყველაფერი გამოუვა და ევროპულ კარიერაში დიდ ნაბიჯს გადადგამს", - განაცხადა ურემოვიჩმა "სპორტ-ექსპრესთან" ინტერვიუში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ამ ხალხმა თუ იცოდეს რა უნდა ადისლაიქოს და რაზე გამოთქვას კრიტიკა....
ბაჩი
04 თებერვალი 2021 20:00
0
ფილიპ გეთანხმები ყველაფერში,იმაშიც რომ კაშკაშა ნიჭიშ ხვუჩა და ასეც ქვია მას,ხვიჩა ნიშნავს კაშკაშას მეგრულ ენაზე,არ აწყენდა ამის ცოდნა არავის მითუმეტეს რომ სახელი ხვიჩა მეგრული სახელია...
ბაჩი
04 თებერვალი 2021 12:43
9
კარგია,როცა თანაგუნდელებს ასე უყვარხარ და გაფასებენ! ბიჭი მათ თვალწინ იზრდება და ვითარდება,ხვდებიან იმას,რომ ხვიჩა რუბინში ყველა ფეხბურთელზე 1 თავით მაღლა დგას. მითუმეტეს ხორვატიის და სამხრეთ კორეის ფეხბურთელები ამბობენ ამას. ურემოვიჩი ნაკრებში მოდრიჩის,რაკიტიჩის,პერიშიჩის,მანჯუკიჩის გვერდით თამაშობს, ის კორეელი კიდევ სონის გვერდით. ალბათ იმასაც ხვდებიან,რომ თუ ტრავმებმა და არასწორმა ტრანსფერმა თავი არ იჩინა ხვიჩას სონზეც და პერიშიჩზეც კარგი კარიერის აწყობა შეუძლია. მთავარია საჭირო დროს კარგ გუნდში მოხვდეს.აი როგორც თუნდაც სონი. ლევერკუზენში მოხვდა,რომელიც ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობდა,თავის წარმოჩენის მერე პირდაპირ პრემიერლიგაში აღმოჩნდა სადაც ერთ-ერთი საუკეთესოა მის პოზიციაზე. ზუსტად სონივით ბევრი უნდა იშრომოს ხვიჩამ,მინუსები დახვეწოს და კარგად აირჩიოს მამასთან ერთად ის გუნდი, სადაც გადავა რუბინიდან,ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს!
გიორგი-ბათუმი 97
04 თებერვალი 2021 12:39
0
ქართული პასპორტი ყველა ქარველისთვის პრობლემაა საზღვრიდან დაწყებული და შემდეგ.
.......
04 თებერვალი 2021 12:31
0
რა მაგარ ხალხშია ეს ბიჭი ყველა მას რო გულშემატკივრობს და შურით არ უყურებენ, ყველას უყვარს, უბრალოა და იმიტო. ყველა იამაყებს რომ მის გვერდით თამაშობდნენ. რუბინი ყოფილა ნამდვილი გუნდი და ყოჩაღ მაგათ.
ქართველი
04 თებერვალი 2021 10:58
1
მალე ნახავენ, თუ როგორ ისვრიან, ნამდვილი ქართველი ბანდიტები...მალე, ძალიან მალე! ...
კ ო მ ბ ლ ე
03 თებერვალი 2021 22:15
4
ლოგიკური მოსაზრებაა, მაგრამ იმედი მაქვს, ჩვენი მარგალიტი, მალე ერთერთ დიდ გრანდში გადაბარგდება და დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს გუნდი, იქნება ჩემი საყვარელი კლუბი ინტერი, სადაც ბრაზილიელ ფენომენ რონალდოს, ბაჯოს, რობერტო კარლოსს, ხავიერ ძანეტის და სხვა მეგა ვარსკვლავებს უთამაშიათ... მოდი ხვიჩა, გელოდებით!...
ვახო...
03 თებერვალი 2021 21:18
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული