ნამდვილად სასიხარულოა 22 წლის ნახევარმცველ გიორგი არაბიძის დაბრუნება. "როტორში" ის კარგ გარემოში მოხვდა, თანამემამულეებიც დახვდნენ და რაც მთავარია, მწვრთნელმა ალექანდრ ხაცკევიჩმა ნდობა გამოუცხადა, რომელიც როგორც ეტყობა, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად მოიაზრებს.
დღეს, თურქულ შეკრებაზე ვოლგოგრადულმა გუნდმა სოფიის "სლავია" 3:1 დაამარცხა, გიორგიმ კი შეუცვლელად ითამაშა, აქტიური იყო და მეტოქეები ხშირად ეუხეშებოდნენ. მას კარგა ხანი გაუცდა და რა თქმა უნდა, ჯერ ძველებურად ვერ ირჯება, მაგრამ ფორმაში ჩადგომა მხოლოდ დროის საკითხია.
62-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ზურიკო დავითაშვილი, ხოლო "როტორის" სხვა ქ
ართველებს ამ სპარინგში მონაწილეობა არ მიუღიათ.
არაბიძესაც აქვს ეს პრობლემა ტექნიკა დარტყმა პასი ყველაფერი აქვს მაგრამ არ არის მოძრავი მობილური გასაუმჯობესებელი აქვს სისწრაფეზე თამაში ახლა მართებს მაქსიმალური შრომა და მოდნომება რომ მწვრთნელს გაცნოს თავის თავი რომ ჩასვას შემადგენლობაში.