კანკავასა და კვეკვესკირის შემდეგ "ტობოლში" საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი ითამაშებს

AutoSharing Option
Meta-ratings.kz-ის ინფორმაციით, 28 წლის ქართველი ფორვარდი ელგუჯა ლობჯანიძე კარიერას ყაზახეთის ჩემპიონატის ბინადარ "ტობოლში" განაგრძობს.

როგორც იწერება, მხარეებმა კონტრაქტის ყველა დეტალი უკვე შეათანხმეს და ჩვენებურიც მალე ახალ გუნდს შეუერთდება.

როგორც იცით, კოსტანიური კლუბის შემადგენლობაში წლების განმავლობაში ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი ასპარეზობდნენ, რომლებმაც "ტობოლი" ზამთარში დატოვეს.

რაც შეეხება ლობჯანიძეს, ის გასულ სეზონში ყაზახური "კაისარის" ღირსებას იცავდა, სხვა დროს კი "ტარაზის", "რუსთავის", "ორენბურგის", ბათუმის "დინამოს", ქობულეთის "შუქურასა" და "ვიტ ჯორჯიას" ღირსებას იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
აბა იუვენტუსიო? ამ ფანტაზიორობამ რომ დაგღუპა ნეტავ როდის უნდა მივხდეთ? ასტანა აიყვანს დღე-დღეზეო და...კიდევ კარგი ყიზულყუმში არ გადავიდა ან ყარაყუმში.ეჰ კიდევ ვერ დავეშვით ღრუბლებიდან.არადა ფსკერზე ვართ და კაი ხანი ასე იქნება ვატყობ თორე ალილო და ხვალეო.
ისიც ვიცი რატომ ვართ ფსკერზე და ისიც ვიცი რატომ ვიქნებით კაი ხანი ფსკერზე,მაგრამ რად გინდა?
ბაბუაწვერა
15:11 08-02-2021
12
რა გჭირთ ხალხო? რა ქნას? მართლა გრანდები პატიჟებიან და ეს არ მიდის? საქართველოს ჩემპიონატში ითამაშოს თუ რას ურჩევთ? საქართველოს ვაიჩემპიონატი ევროპაში 43 ადგილზეა! ყაზახეთის - 27! საქართველოს უმაღლეს ლიგაში საშუალო წლიური ხელფასი 15 000$-ია, ყაზახეთში 150 000$, ტრანსფერმარკეტის მიხედვით 2020 წელს ტობოლის ფეხბურთელთა ჯამური ფასი $25 მლნ-ს შეადგენდა, საქართველოს უმაღლესი ლიგის ათივე კლუბის ფეხბურთელები ერთად აღებული კი, იგივე ტრანსფერმარკეტის მონაცემებით $34 მლნ-ს ვერ აღწევს, ხვდებით სად ვართ და რამხელა სხვაობაა საქართველოსა და თუნდაც ყაზახეთს შორის? ევროპას რომ თავი დავანებოთ! და ასე ერთი ხელის მოსმით აკრიტიკებთ და ლაფს ესვრით, არადა კაცმა თავი გამოიჩინა და დაიმსახურა დაწინაურება და უკეთეს გუნდში აყვანა!
მოკლედ ნუ აყვები უაზრო და უადგილო კრიტიკას და შენი საქმე აკეთე მეგობარო, ბევრი გოლი როგორც კლუბში ასევე ნაკრებში! წარმატებები შენც და მთელ ქართულ ფეხბურთს!
გიორგი
02:21 09-02-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული