"გენტის" მწვრთნელი: ჩაკვეტაძის შესახებ ცუდი ამბავი უნდა გითხრათ

AutoSharing Option
"გენტის" მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაეზბრუკმა კლუბის ტრავმირებულ ფეხბურთელებზე ისაუბრა.

"სამწუხაროდ, ჩვენს ლაზარეთში კვლავ რჩება გიორგი ჩაკვეტაძე. ტრავმირებულებს შორის ასევე არიან ოჯიჯა ოფოე და დე ბრუინი.

კარგი ამბავს ის მაქვს, რომ დაგვიბრუნდნენ კასტრო-მონტესი და ჰანჩე-ოლსენი", - თქვა ვანჰაეზბრუკმა.

საინტერესოა, რომ 16 იანვარს ჩაკვეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე თავად ვანჰაეზბრუკმა ისაუბრა, სადაც თქვა, ჩვენებურის გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან კარგად მიდიოდა, ის უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და ალბათ, მოედანსაც მალე დაუბრუნდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე მოედანზე 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ აღარ გამოჩენილა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
ამ ბიჭს აქვს უდიდესი პოტენციალი მას შეუძლია დიდი ფეხბურთი ითამაშოს და ყველამონაცემი აქვს ამისთვის. მთავარია იყოს ჯამრთელად იშრომოს და რათქმაუნდა ხელის შეწყობაც სჭირდება დარწმუნებული ვარ ხელსაც შეუწყობენ, ბევრი ქართველი ტალანტი ყოფილა, რომლებიც გამოჩენილან 18 20 21 წლის ასაკში მაგრამ ვერ ითამაშეს იმ დონეზე რა დონეზეც გვეგონა რომ ითამაშებდნენ ზოგმა ტრამვების გამო ზოგმა ხასიათის და მენტალობის გამო ზოგმა არასწორი გადაწყვეტილების გამო,მაგრამ მე მათ გიორგის არ ვადარებ მე როგორც ვიცი ძალიან მშრომელი ბიჭია არც კომფლიქტური ადამიანი არ არის და ისეთი ხალხიც ჰყავს გვერდში ვინც ეხმარება და თუ მოინდომებს ყველაფერი გამოუვა კარგ ჩემპიონატშია კარგ კლუბშია, საიდანაც კარგი შედეგების შემთხვევაში შეუძლია წავიდეს უკეთეს კლუბში და ყველაფერი მასზეა დამოკიდებული მან უნდა აჩვენოს მოედანზე თავის თამაში მე წარმატებას ვუსურვებ.
ჯონი
19 თებერვალი 2021 02:28
1
ფიზმომზადების მწვრთნელები არ გვყავს,ვიძახით და რა,არაფერი,აგერ მესი რომელი ათლეტური მაგია,მაგრამ ამდენი ხანი როდესმე ჰქონდა?ტრავმა,ზოგადად ყველგან ბარდაკია.ქვეყანაში არაპროფესიონალების ბუმი.
გოჩა
10 თებერვალი 2021 15:17
0
ჩვენი ჩაკვეტაძე, ანანიძე, ბეილი, აზარი, ნაღდად მაგარი შესალოცები არიან! ჩაკვე მეცოდება დ ამენანება ძალიან, დაიტანჯა ამ ოხერი ტრამვებისგან. ჩაკვე მალე გამოჯამრთელებას გისურვებთ.
გია
10 თებერვალი 2021 11:43
0
ფიფია შენ კისერზე იყოს ამ ბიჭების ცოდვა!!! ძალინ ბევრი ნიჭიერი ბავშვი თქვენ აკადემიში ხვდება, იმიტომ რომ ისტორიული კლუბია, და გარეთ ისე ჩანს რო აკადემიიის ინფრასტრუქტურა უმაღლეს დონეზეა გაკეთებული, და ამიტომ მშობელი ამჯობინებს დინამოს აკადემიას. და ამ დროს რა ხდება? ინფრასტრუქტურა კარგი!, მაგრამ სწავლება? მწვრთნელების დონე ? აღზრდა? არის -00000!!!! რამდენი ფეხბურთელი უნდა დააინვალიდოთ? ყველა საშინლად ტრამვიანია, ვინც დინამო დატოვა და საზღვარგარეთ წავიდა, ყველას სერიოზული პრობლემები აქ,,, / ვთხოვ სპორტალს ერთი სტატია მიუძღვნას ამ თემას, დათვალონ ის პერსპექტიული ფეხბურთელები ვინც დინამოს აკადემია გაიარა და საშინელი ტრავმა არ მიიღო. ვარჯიშებზე ილეწებიან, არავინ ეკარებათ და ზოგს კუნთი უწყდება, და ზოგი თავისით იმტვრევა, ესეიგი ეს იმას ნიშნავს რო არაპროფესიონალების ხელში არიან გაზრდილები, არასწორი ვარჯიშების და არასწორი დატვირთვების გამო არიან ასე, თან არცერთ მათგანს არ შეუძლია 10-12 კმ დაფარვა 90 წუთის განმავლობაში, საშუალოდ 5-6 კმ ფარავენ.
Vasili
10 თებერვალი 2021 10:48
5
ფიფიას შეიძლება ყველაფერი დააბრალო,მაგრამ ჩაკვეტაძის ტრავმიანობა მას აკიდო მეტისმეტია.არც ყენია,არც მჭედლიძე არც ანანიძე არ არიან დინამოს აღზრდილები.ეგ რა შუაშია?აგერ კიტეიშვილი წავიდა დინამოდან,მაგრამ არ ტრავმიანობს დიდად.დინამო რა შუაშია.ეს უკვე მეტისმეტია
Master
10 თებერვალი 2021 11:58
2
აზარი და ბეილიც დინამოს აკადემიდან არიან ?
დათო
10 თებერვალი 2021 11:30
1
ჯანო 2.0
kargit ra
10 თებერვალი 2021 00:04
3
მე თუ მკითხავთ, ეს კარგი ამბავია, სულაც არ მომეწონა ამ მწვრთნელის ბოლო ოპტიმიზმი, ახლა მონი ნაღდად ბოლომდე მიიყვანენ მკურნალობას, გიო! არ იჩქარო არაფერი, ყველაფერი წინ გაქვს, ნუ იჩქარებ, ფორსირება არაა საჭირო, შენ დიდი ფეხბურთელი უნდა დადგე კარგი ექიმების ხელში.
09 თებერვალი 2021 19:30
2
გახოკიძე და ჯაკობია სად არიან?'აგენტები",რობლებსაც უნდა ეპატრონათ გიორგისთვის..რა გააკეთეს?მათი პასუხისმგებლობაც არის, რომ ასეთი დონის ტალანტს ვკარგავთ...
miro
09 თებერვალი 2021 18:48
6
ეგრეც ვიცოდი,თარსები არიან ჩვენი ჟურნალისტები...
ჯიჯი ალფაიძე
09 თებერვალი 2021 17:58
7
კი მაგრამ რა ჭირს ამ ბიჭს, იქნებ არასწორად მკურნალობენ მანდ, სადა ამის აგენტი, რო სხვაგან გაუშვან გამოკვლევებზე?? ცოდოა და თან მეშინია ტრამვებია მხრივ არ დაკომპლექსდეს:( წარმატებები გიოს სა მალე გაგვახაროს
გოგა
09 თებერვალი 2021 17:36
1
ფიზმომზადების მხრივ რომ
კატარატროფა ხდება საქართველოში ეგ ფაქტია ამდენი წელი ისიც კი ვერ მოხერხდა რომ ბავშვებს სწორად სირბილი ასწავლონ მწვრთნელებმა დანარჩენზე ხო ლაპარაკი არ არის ეს მუდმივი ტრამვიანობა ქართველებია არის იმ არასწორი აღზრდის გამო რაც ხდება ბავშთა ფეხბურთში
Joni
09 თებერვალი 2021 17:04
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული