ქეცბაიას ჩემპიონობის იმედი აქვს და ჟურნალისტს შეუტია

AutoSharing Option
აელ-თან კვიპროსის ჩემპიონატზე უგოლოდ დასრულებული მატჩის შემდეგ კომენტარი "ანორთოსისის" მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გააკეთა.

"ვფიქრობ, გამარჯვებისათვის ყველაფერი გავაკეთეთ. ორივე ტაიმში კარგი მომენტები გვქონდა. სამწუხაროდ, ვერ გავიტანეთ. ფეხბურთელებზე სასაყვედურო არაფერი მაქვს, რადგან კარგ გუნდთან კარგი მატჩი ჩავატარეთ, რომელიც ჩვენ მსგავსად ჩემპიონობისთვის იბრძვის.

შესაძლებელია თუ არა 6-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა? წინ 12 თამაშია და კიდევ ამას მეკითხებით? ლიდერი გუნდები ერთმანეთს შეხვდებიან და ორივე ხომ ვერ მოიგებს? ჯერ რა დროს მაგაზე ლაპარაკია, 12 მატჩში 36 ქულაა გასათამაშებელი.

რამდენჯერმე შეგვეძლო გოლის გატანა. ასეთ შემთხვევებში იღბალიც გჭირდება.
იმედია, შემდგომ შეხვედრებში ფორტუნა ჩვენს მხარეზე იქნება", - ციტირებს ქეცბაიას 24sports-ი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული