ოქრიაშვილმა ვერ გაიტანა, ლორიამ გუნდი გადაარჩინა - "ანორთოსისის" მორიგი 0:0 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატის 24-ე ტურში ქართველების "ანორთოსისისა" და აელ-ის მატჩი 0:0 დასრულდა.

ფამაგუსტური გუნდის მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ დაცვის პრობლემა გადაჭრა, მაგრამ შეტევაში აშკარად უჭირთ. თავად განსაჯეთ - მათი ბოლო 4 მატჩიდან 3 უგოლოდ დასრულდა.

გიორგი ლორიამ და გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშეს, ბუბა დაუშვილი სასტარტოში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი 58-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 73-ე წუთზე თავით ოდნავ ააცილა ბურთი კარს. აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ ლორიასთან პირისპირ მეტოქე გუნდის თავდამსხმელი გავიდა, მაგრამ ქართველმა მეკარემ გოლის გატანა არ დაანება.

"ანორთოსისი" 45 ქულით კვლავ მეოთხე ადგილზეა, ლიდერ "აპოლონს" 6 ქულით ჩამორჩება და 16 თებერვალს "ენოსისს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ქეცბაია არის 0-0 (ზოგჯერ 0-1ის ან 1-0 ის) ის მწვრთნელი. არ მესმის რაში გვჭირდება ნაკრებში....
giorgi
12:55 11-02-2021
3

სიახლეები პოპულარული