"რუბინის" გენერალური დირექტორი რუსტემ საიმანოვი ამბობს, რომ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას იაფად არ გაყიდიან.
"რაც შეეხება 10 მილიონს კვარაცხელიაში, აქ სალაპარაკოც კი არაფერია. Transfermarkt-ში მეც კი შემიძლია ფასი ჩავწერო და 25 მილიონი ევრო ეღირება. რაზე უნდა მოვახდინოთ ორიენტირება? ჩვენ ხომ დაახლოებით ვიცით, რამდენი ღირს ასეთი მოთამაშე, ხომ მართალია? რა 10?
წადით და აიყვანეთ ვინმე 10-ად. ჩვენი ჩემპიონატიდან ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენა მინდოდა. არ ვიტყვი, ვინ არის, რათა კოლეგები არ დავაღალატო. მითხრეს 8 მლნ. ამდენი მომთხოვეს ახალგაზრდა ბიჭში, რომელიც შეცვლებზე შედის! დიახ, ის
პრემიერლიგის ლიდერი კლუბიდანაა, მაგრამ 8 მლნ? ხვიჩა ყველა მაჩვენებლით მას რამდენჯერმე სჯობია", - განუცხადა საიმანოვმა championat-ს.