ანსუ ფატი, რეინა, გრინვუდი, კვარაცხელია - L'equipe-მ მსოფლიოს 20-წლამდე საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა

AutoSharing Option
ფრანგულმა გამოცემა L’Equipe მსოფლიოს 20-წლამდე ასაკის საუკეთესო 50 ფეხბურთელი დაასახელა და ამ სიაში საქართველოს ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

ხვიჩას ფრანგულმა გაზეთმა ამ სიაში 34-ე ადგილი მიაკუთვნა.

20-წლამდე ასაკის უდიდეს ტალანტად გამოცემამ "ბარსელონას" თავდამსხმელი ანსუ ფატი დაასახელა.

ათეული კი ასე გამოიყურება:

  1. ანსუ ფატი
  2. ედუარდო კამავინჟა (რენი)
  3. რაიან გრავენბერხი (აიაქსი)
  4. პედრი (ბარსელონა)
  5. ჯოვანი რეინა (დორტმუნდი)
  6. ჯიუდ ბელინგემი (დორტმუნდი)
  7. იარი ფერშაერენი (ანდერლეხტი)
  8. მეისონ გრინვუდი (მანჩესტერი)
  9. ბუკაიო საკა (არსენალი)
  10. მირონ ბოადუ (ალკმაარი)
მკითხველის კომენტარები / 5 /
რუბინი რომ არა და ევროპის ხუთეული რომელიმე ჩემპიდან რომ ყოფილიყო ხვიჩა, დარწმუნებული ვარ ათეულში იქნებოდა.
მიხო
16:37 13-02-2021
0
სხვათაშორის ცოტა უცნაურადაა შედგენილი ეს სია. ხვიჩას რომ თავი დავანებოთ რეალის როდრიგო 32-ე ადგილზეა,მარტინელი 33-ზე,ხოლო ვინისიუსი,რომელიც ნამდვილად არ არის იმ დონის და ნიჭის როგორც ეს ბოლო 2,მათზე გაცილებით მაღლა დგას ამ რეიტინგში,უცნაურია.ისიც გასათვალისწინებელია და სასიხარულო,რომ რუსეთის პრემიერლიგიდან მხოლოდ ხვიჩა მოხვდა ამ სიაში. თუ უფრო ძლიერ ლიგაში გადავა და განვითარდება ვინისიუსზეც,როდრიგოზეც და მარტინელიზეც ძლიერი ფეხბურთელი გახდება,აქვს ამის მონაცემები აშკარად.
გიორგი-ბათუმი 97
14:52 13-02-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული