"გეტებორგის" მთავარმა მწვრთნელმა როლანდ ნილსონმა გუნდის აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელის გიორგი ხარაიშვილის "ფენერცვაროშში" ტრანსფერზე ისაუბრა.
"ჩვენი სურვილია, რომ ტალნტები შევინარჩუნოთ, მაგრამ ეს ხშირად არ გამოგვდის. როდესაც ფეხბურთელი იზრდება და ვითარდება, მას უფრო მაღალ დონეზე სურს ასპარეზობა.
ხარაიშვილმაც სწორედ ამიტომ დაგვტოვა. მას სურდა ძალები უკეთეს გუნდში და ჩემპიონატში მოესინჯა, რასაც გაგებით მოვეკიდეთ.
მან აქ 3 არაჩვეულებრივი წელი გაატარა და მხოლოდ სამადლობელი სიტყვები ეკუთვნის. გიორგის დიდ წარმატებებს ვუსურვებ", - თქვა ნილსონმა.
აქვე გეტყვით, რომ შვედეთის ალსვენსკაში ხარაიშვილმა "გეტებორგის" ფორმა სამ სეზონში 70-ჯერ
მოირგო და 18 გოლი გაიტანა. ის ამიერიდან ლაშა დვალთან ერთად "ფენერცვაროშის" ღირსებას დაიცავს.