ბრწყინვალე ამბავი - გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა და გოლიც გაიტანა

AutoSharing Option
4-თვიანი პაუზის შემდეგ "გენტისა" და საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა.

21 წლის ჩვენებურმა ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც "გენტის" 21-წლამდელთა გუნდი "მუსკრონის" 21-წლამდელებს დაუპირისპირდა და 9:2 გაიმარჯვა.

ჩაკვეტაძემ ერთი ტაიმი სრულად ჩაატარა და პენალტის ნიშნულიდან გოლიც გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი 2020 წლის 4 ოქტომბრის შემდეგ მწვანე მინდორზე პირველად გამოჩნდა.

იმედია, ტრავმები უკვე წარსულია და ახლა სულ მის წარმატებაზე მოგვიწევს წერა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ეს ამბავი ძალიან გამეხარდა! წყალს წაუღია პოლიტაკა და დაპატიმრებები! ესაა გაკეთებული საქმე!
გლახუნა-ს
17 თებერვალი 2021 13:29
1
მიდი ჩაკვე შენი იმედი გვაქ
irakli
17 თებერვალი 2021 13:53
1
გიორგი, შვილო! 1 კომენტარი დავწერე, ჯერ არ დაუდიათ, უკვე მეორეს ვწერ. დააკვირდი! იმდენად გაეხარდა ხალხს შენი ამბავი, რომ, შეიძლება ყველაფერში არ ეთანხმებიან ერთმანეთს, მაგრამ, რადგან ყველას გახარებულია შენით და წარმატებას გისურვებენ, ყველა ლაიკს წერს! აქამდე ასეთი არ მინახავს არასოდეს! მივხვდი ხომ, რისი თქმა მინდა?! ხალხს ძალიან უყვარხარ!
alexandre
17 თებერვალი 2021 15:37
1
ძალიან სასიხარულო ამბავია, აბა შენ იცი გიო,მთელი გულით და სულით გისურვებ ჯანმრთელობას. ძალიან ჭირდები სამშობლოს
ქობულეთიდან
17 თებერვალი 2021 15:47
2
გიორგი, თავჩაქინდრული აღარ გნახო :) თავი მაღლა! აბა შენ იცი, ჯანმრთელობა და წარმატებები!
გადასარევი გიორგი
17 თებერვალი 2021 19:41
1
აბა შენ იცი გიორგი, ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი შენ მოგვაგებინე, შენს მერე რა დაგვემართა ხომ ვნახეთ...ჯამრთელობას გუსერვებ და მეტი ტრავმა აღარ მიგეღოს!!! შენ და კვარა ჩვენი საფეხბურთო იმედი და მომავალი ხართ!!!!
sp-all
17 თებერვალი 2021 14:35
1
წარმოგიდგენია გიო დღეს რაღაც ცუდ ხასიათზე ვიყავი და ამ ამბის გაგების მერე ხასიათზე მოვედი თუ შენ და კვარაცხელია მარტში ფორმასი იქნებით ვიღაც დაინგრევა და ვერ მიხვდება ისე.
goga
17 თებერვალი 2021 18:48
1
ღმერთო ამ ყველასგან მიტოვებულ და საჯიჯგნ საქართველოს ამ ბიჭში მაინც გაგვიმართლე ეს და კვარაცხელია თუ ფორმაში შეხვდნენ მარტის თამაშებს არაფერია გამორიცხული
zurabi
17 თებერვალი 2021 18:44
2
წარმატებები გიორგის!!! იმედია, ბევრჯერ გაგვახარებს... 2024 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები სერიოზული ძალა იქნება!!!
tngh
17 თებერვალი 2021 15:04
2
მიდი გიო გაგვახარე, წარმატებებს გისურვებ, შენც გაიხარე და ჩვენც გაგვახარე. გიო ხვიჩა ოთო საბა ლობჟანიძ შენგელია კვეკვესკირი გვილია აი ამ ბიჭების იმედი მაქვს და იმედია ყველანი ჯამრთელად იქნებიან მარტის თამაშებში. პლუს კანკავას კვირკველიას ხოჭოლავას ტაბიძეს კაკავაძე გამოცდილება. თავდამსხმელზე სამუშაოა დიდი და მეკარეზეც, ლორია არ მომწონს ბოლო დროს. აი დანარჩენებს არაფელი ესაქმება ნაკრებში
გოგა
17 თებერვალი 2021 15:05
1
არაბიძეც უნდა მოიხოდოს!
შოთა
17 თებერვალი 2021 16:09
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული