"რუბინი" - "როტორი" 3:0: ქართველმა ლეგიონერებმა ვერაფრით გაგვახარეს

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე "რუბინისა" და "როტორის" ამხანაგური მატჩი იმით იწვევდა ჩვენს ინტერესს, რომ ამ გუნდებში ქართველი ლეგიონერები თამაშობენ.

ყაზანურმა გუნდმა სპარინგი 3:0 მოიგო, თუმცა ჩვენებურებს თავი არ გამოუჩენიათ. "რუბინში" შესვენებამდე იყო მოედანზე ხვიჩა კვარაცხელია, "როტორში" შეუცვლელად ითამაშა ზურიკო დავითაშვილმა, საბა კვირკველია მე-40 წუთზე შევიდა შეცვლაზე, ხოლო გიორგი არაბიძესა და ნიკოლაი ყიფიანს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

Sportall.Ge

რა თქმა უნდა, საკონტროლო მატჩების მიხედვით ძნელია ფეხბურთელთა სათამაშო ფორმაზე იმსჯელო და იმედი ვიქონიოთ, ქართველები რუსეთის პრემიერლიგაში უკეთ გაირჯებიან.

"რუბინი" 21 თებერვალს ამხანაგურ მატჩში "კაირატს" შეხვდება,
28 თებერვალს კი ჩემპიონატზე მოსკოვში "სპარტაკს" დაუპირისპირდება.

"როტორი" კიდევ ორ საკონტროლო შეხვედრას გამართავს - 20 თებერვალს "ტორპედო-ბელაზს" და 23 თებერვალს "კაირატს" ეთამაშება, ხოლო 26 თებერვალს ჩემპიონატზე გასვლაზე "ტამბოვს" უნდა შეხვდეს, მაგრამ ამ კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს, შეიძლება ტურნირიდან ჩაეხსნას და არაა გამორიცხული, ეს მატჩი არ შედგეს.

alt"რუბინი"-"როტორი" - კვარაცხელია და დავითაშვილი სასტარტო შემადგენლობაში არიან [LIVE]

მკითხველის კომენტარები / 7 /
დაანებეთ თავი კვარაცხელიას გაბუქებას და ქება დიდებას ჯერ ჯერობით რასაც ვუყურებ ერთი რიგითი ფეხბურთელია არაფერი განსაკუთრებული
mamuka
22:37 18-02-2021
46
მამუკა შენ ისე ხედავ ტალანტებს ფეხბურთში,როგორც მე სახლიდან მარს!
თეოფა
00:44 19-02-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული