"რუბინი" - "როტორი" 3:0: ქართველმა ლეგიონერებმა ვერაფრით გაგვახარეს

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე "რუბინისა" და "როტორის" ამხანაგური მატჩი იმით იწვევდა ჩვენს ინტერესს, რომ ამ გუნდებში ქართველი ლეგიონერები თამაშობენ.

ყაზანურმა გუნდმა სპარინგი 3:0 მოიგო, თუმცა ჩვენებურებს თავი არ გამოუჩენიათ. "რუბინში" შესვენებამდე იყო მოედანზე ხვიჩა კვარაცხელია, "როტორში" შეუცვლელად ითამაშა ზურიკო დავითაშვილმა, საბა კვირკველია მე-40 წუთზე შევიდა შეცვლაზე, ხოლო გიორგი არაბიძესა და ნიკოლაი ყიფიანს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

Sportall.Ge

რა თქმა უნდა, საკონტროლო მატჩების მიხედვით ძნელია ფეხბურთელთა სათამაშო ფორმაზე იმსჯელო და იმედი ვიქონიოთ, ქართველები რუსეთის პრემიერლიგაში უკეთ გაირჯებიან.

"რუბინი" 21 თებერვალს ამხანაგურ მატჩში "კაირატს" შეხვდება,
28 თებერვალს კი ჩემპიონატზე მოსკოვში "სპარტაკს" დაუპირისპირდება.

"როტორი" კიდევ ორ საკონტროლო შეხვედრას გამართავს - 20 თებერვალს "ტორპედო-ბელაზს" და 23 თებერვალს "კაირატს" ეთამაშება, ხოლო 26 თებერვალს ჩემპიონატზე გასვლაზე "ტამბოვს" უნდა შეხვდეს, მაგრამ ამ კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს, შეიძლება ტურნირიდან ჩაეხსნას და არაა გამორიცხული, ეს მატჩი არ შედგეს.

alt"რუბინი"-"როტორი" - კვარაცხელია და დავითაშვილი სასტარტო შემადგენლობაში არიან [LIVE]

მკითხველის კომენტარები / 7 /
კვარაცხელიას გვერდზე ვინ დგას..რაგბისტებიც არიან ზბორებზე?
როლიკო
12:18 19-02-2021
3
"რუბინი", "როტორი" ეს არაა ის დონე სადაც წარმატება ტოპ-ზე გაძლევდეს პრეტენზიის უფლებას. ჯუღელის საქმეა ეს პიარი და ვაი-ვიშის შექმნა, მარა ცოტა დაეშვით რა მიწაზე.
ლაშა
11:00 19-02-2021
1

სიახლეები პოპულარული