"წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრები არ უნდა აირჩიოს, ის ამით კარიერას დაინგრევს" - უკრაინული პრესა

AutoSharing Option
უკრაინულმა საიტმა Gazeta.ua-მ კიევის "დინამოს" საკუთრებაში მყოფი ქართველი ფეხბურთელის, გიორგი წიტაიშვილის შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტმა იგორ ციგანიკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამჟამად პოლტავის "ვორსკლაში" იჯარით მობურთავე 20 წლის ჩვენებურმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა.

აღნიშნულ სტატიაშიც სწორედ ამის შესახებაა საუბარი და მას უცვლელად გთავაზობთ:

"ჟურნალისტმა იგორ ციგაკინმა თქვა, რომ გიორგი წიტაიშვილი, რომელიც 2019 წელს უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, საქართველოს ნაკრებში ითამაშებს.

ჯერჯერობით ფეხბურთელს ეს ინფორმაცია არც დაუდასტურებია და არც უარუყვია.

წიტაიშვილი "დინამოს" ერთ-ერთი უდიდესი
ტალანტია. ის 15 წლის ასაკში უკვე ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა, 17 წლის ასაკში კი კიეველთა პირველ გუნდში ჰქონდა დებიუტი.

სიჩქარე, მუშაობა ბურთთან - მოთამაშეს აქვს ყველაფერი, რომ გაიზარდოს და გახდეს მაღალხარისხიანი ნახევარმცველი.

20 წლის ასაკში ყველა ფეხბურთელს არ შეუძლია "დინამოს" ძირითადში თამაში. მით უმეტეს, თუ ამ კლუბში ვიქტორ ციგანკოვი ირიცხება, რომელიც უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.

აქედან გამომდინარე, კიეველებმა ქართველი "ვორსკლაში" გაუშვეს, რათა სათამაშო დრო ჰქონდეს და შემდეგ მან გუნდში ციგანკოვი ჩაანაცვლოს.

პოლტავურ გუნდში გადასვლა გიორგისთვისაც კარგია. მან პირველ ამხანაგურ შეხვედრაში "რუხს" გოლი უკვე გაუტანა.

უკრაინულ პასპორტზე უარის თქმამ წიტაიშვილისთვის შესაძლოა, უარყოფითი შედეგი მოიტანოს, რადგან ის უკვე ლეგიონერი გახდება და ლიმიტის ქვეშ მოხვდება.

მწვრთნელები უკვე დაფიქრდებიან იმის შესახებ, რომ ის უკვე 1 თავით მაღლა უნდა იდგეს უკრაინელ მოთამაშეებზე, რადგან გიორგი უკვე ლეგიონერი იქნება.

ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ წიტაიშვილი უკრაინის ნაკრებში თამაშის შანსს დაკარგავს. საქართველოსგან განსხვავებით, ახლა ჩვენი ეროვნული გუნდი უფრო კარგ მდგომარეობაშია.

უკრაინას ყოველთვის შეუძლია მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე თამაში, საქართველომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კი ჯერჯერობით მსგავს შედეგს ვერ მიაღწია.

საქართველოს ჩემპიონატის დონე ძალიან დაბალია და იქაურ პირველობაზე დაბალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ.

საუკეთესო ქართველ ფეხბურთელებად გიორგი ჩაკვეტაძე და ხვიჩა კვარაცხელია ითვლებიან. ძალიან გვეეჭვება, რომ ქართველებს უახლოეს წლებში დიდ საფეხბურთო ფორუმებზე გასვლის პრეტენზია ჰქონდეთ.

წიტაიშვილისთვის, ალბათ, რთულად მისაღები იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ თუ ნაკრებში წარმატებული არ ხარ, დიდ ევროპულ კლუბში მოხვედრა გაგიჭირდება.

საინტერესოა, რომ მას ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არც საქართველოს ნაკრებში აქვს. მის პოზიციაზე იქ უკვე წლებია ლევან შენგელია და საბა ლობჟანიძე ასპარეზობენ.

ყველას კარგად ახსოვს ბექა ვაჩიბერაძე. ის "შახტარის" უდიდესი ტალანტი იყო და მან უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებებში ყველა ეტაპი გაიარა, შემდეგ კი საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.

იცით, რომ ის ახლა უგუნდოდაა?! - საინტერესოა, წარმატების ადვილად მიღწევის სურვილმა ვაჩიბერაძეს კარიერა დაუნგრია. ის ჯერ დაბალი დონის კლუბებში ასპარეზობდა, ახლა კი საერთოდ არავინ ეძახის.

უკრაინის ნაკრებში წიტაიშვილის პოზიცია საკმაოდ პრობლემატურია. იარმოლენკო, კონოპლიანკა და მარლოსი უკვე 30 წელს გადასცდნენ.

ჯერ კიდევ არავინ იცის, ითამაშებენ თუ არა ისინი ეროვნულ გუნდში მომავალ მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე.

წიტაიშვილმა უნდა იცოდეს, რომ მას საქართველოს ნაკრებში თამაში კარგს არაფერს მოუტანს. სენტიმენტები და სამშობლოს სიყვარული გვესმის, მაგრამ მან კარიერაზეც უნდა იფიქროს", - წერს საიტი.

მკითხველის კომენტარები / 35 /
ღმეღთო!!! ჩაკვეტაძე და კვარცხელია გვიმყოფე ჯანმრთელად და განახებთ, სადაა უფრო პერსპექტიული თამაში და კარიერა, სანიოლიმ თუ ჩამოიყვანა მიქაუტაძეც, მერე ვილაპარაკოთ ჩვენ...
0
ყველა ეგრე ეცდებოდა. აი ჩვენ, აქ დაბადებულს და გაზრდილს, აქ რო ჩამოყალიბდა ფეხბურთელად, ითამაშა ახ.ნაკრები, მოკლედ იცით რამდენი წვალება და ფინანსებია საეირო და უცბათ რო გამოგვიცხადოს "დავაი დოსვიდანიე", რას ვიზავთ? ასე რომ უკრაინელები ბუნებრივ რეაქციას აძლევენ. ვიღაც წერს ხვიჩას რუსები არ ერჩიანო და წიტაიშვილს კი უკრაინელები აბულინგებენ. აბა იგივე ყოფილიყო რას იტყოდნენ? ან რა შორს მივდივარ, აი მაპატიოს ნავალოვსკიმ და რო თქვას მე პოლონელი ვარ და წავედიო.
vaxo
13:11 25-02-2021
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული