"გიორგი, ნუ იჩქარებ" - უკრაინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა წიტაიშვილის შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა გიორგი წიტაიშვილის მოქალაქეობის შეცვლაზე გააკეთა კომენტარი.

როგორც იცით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 20 წლის ჩვენებურს საქართველოს ნაკრებში თამაში აქვს გადაწყვეტილი.

ამ ამბავს უკრაინული პრესა და საფეხბურთო წრეების წარმომადგენლები ძალიან ცუდად შეხვდნენ. მათ არც მარკევიჩი ჩამორჩა, რომელმაც შემდეგი განაცხადა:

"ეს ძალიან დელიკატური თემაა. უპირველეს ყოვლისა, ფეხბურთელისა და მისი ოჯახის პოზიცია უნდა გავითვალისწინოთ.

ყველა თავის მომავალს თავად განსჯის და თუ წიტაიშვილს სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი მოქალაქეობის შეცვლა, მისი გადარწმუნება ძალიან რთული იქნება.

ჩემი აზრი და რჩევა ასეთია: გიორგიმ
არ უნდა იჩქაროს და თავის მომავალზე კარგად დაფიქრდეს. მან იჯარით ყოფნის პერიოდში უნდა დაამტკიცოს, რომ "დინამოში" თამაშის ღირსია, შემდეგ კი სანაკრებო მომავალი გადაწყვიტოს.

გიორგი ძალიან ამბიციური ბიჭია და ის უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

შესაძლოა, წიტაიშვილი ფიქრობს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლა საქართველოს ნაკრებიდან უფრო მალე შეეძლება, რადგან "დინამომ" ის გაანათხოვრა.

ვფიქრობ, წიტაიშვილს თამაში გარანტირებული არც საქართველოს ნაკრებში არ აქვს და ნებისმიერ გუნდში მოხვედრას დამსახურება უნდა", - ამბობს მარკევიჩი.

მკითხველის კომენტარები / 26 /
არა რა უკვე მარაზმია რასაც უკრაინა კადრულობს, ასეთი რამ რუსებსაც კი არ უკადრებიათ.ტფუ
hhh
01 მარტი 2021 15:14
5
მარკევიჩი საქართველოს ნაკრებსაც გამოადგებოდა მაღალი დონის სპეციალისტია.წიტაიშვილი კი იმედია საქართველოს ნაკრებში ითამაშებს, ძალიან საჭირო ფეხბურთელია ნაკრებისთვის.
imereli
01 მარტი 2021 15:04
1
ჩემი აზრით ამ ბიჭს თუ სანაკრებო კარიერა უნდა საქართველოს ნაკრებში უნდა ჩამოვიდეს მარჯვენა ფლანგზე ჩვენ მხოლოდ შენგელია გყვას ვისთანაც მოუწევს კონკურენციაში შესვა რომელიც სამწუხაროდ თურქეთში ვერ ბრწყინავს და ხშირად ვერ ხვდება ძირითად შემადგენლობაში თავის კლუბში,ხოლო უკრაინის ნაკრებში მის პოზიციაზე ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ რომლებთანც კონკურენცია ძალიან გაუჭირდება იგივე ციგანკოვი, რომელიც ამომავალივარსკვლავია უკრაინული ფეხბურთის იგივე ზუბკოვი რომელიც ბომბარდირია ფერენცვაროშის მარლოსი შახტარის ფეხბურთელი ამ ფეხბურთელბთან კონკურენცია ძალიან გაუჭირდება ნაკრებში.
კიევს დინამოდან იმიტომ განათხოვრეს რომ ამ ეტაპზე არ იყო მისთვის გუნდში ადგილი არც ძირითადში და არც სათადარიგო შემადგენლობაში აქედან გამომდინარე იმედი მაქვს სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს
გიო
01 მარტი 2021 15:01
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული