ხოჭოლავა თასის მოპოვებას იმედოვნებს

AutoSharing Option
"შახტარის" მცველმა დავით ხოჭოლავამ "აგრობიზნესთან" უკრაინის თასის 1/4-ფინალური მატჩის წინ დონეცკური კლუბის ტელევიზიასთან გააკეთა კომენტარი:

"მეტოქის თამაში გავარჩიეთ: პრემიერლიგაში ნათამაშები ფეხბურთელები ჰყავთ და მთლიანობაში კარგი გუნდია, პირველ ადგილზეა. ადვილი გასეირნება არ გველის, მაგრამ ჩვენი ამოცანა შემდეგ ეტაპზე გასვლა და საბოლოოდ თასის მოგებაა.

ეს ტურნირი გამორჩეულია: ყველა სტადია ერთმატჩიანია, 90 წუთში ყველაფერი უნდა გადაწყვიტო".

მატჩი კიევში დღეს, 3 მარტს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ასე მგონია ვაისი მართალი იყო, ამ ბიჭზე რომ იძახდა ამბიციას ვერ ვატყობო, აბა ამბიცია რო ჰქონდეს ამდენი ხანია გუნდშია და როგორ ვერ ც ძირითადის წევრად? რისი ამბიციაც აქ ეგ არ აკლია(ქერა უკრაინელი გოგოები) და ფიქრობს არ გავკარი ძირითადსო.დდდდდ
hhh
03 მარტი 2021 18:35
0
საერთოდ არ ათამაშებენ,ძირითადში ვერ ხვდაბა და რა კომენტარს სთხოვენ?გრიგალავას და ტაბიძის გარდა ვერცერთი ნაკრების მცველი ვერ ხვდება სტაბილურად ძირითადში.
Master
03 მარტი 2021 10:50
1
გრიგი,ტაბიძე,დვალი
ბაჩი
03 მარტი 2021 12:54
0
დვალი ტრავმა რო არ აააქვს
L.J.
03 მარტი 2021 12:28
0

სიახლეები პოპულარული