რუსული "სპორტ ექსპრესი" იუწყება, რომ "რუბინი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდის.
უფრო მეტიც, ყაზანელებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენებურს 15 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევიან.
გარდა ამისა, "რუბინის" სურვილია, რომ კლუბმა შემდეგში ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერიდან ბონუსებიც მიიღოს და მის მომავალ ტრანსფერებში პროცენტები მიიღოს.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას დამატება სერია A-სა და სხვა ცნობილი ევროპული ჩემპიონატების გუნდებს სურთ.
ქართველ შემტევს "რუბინთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.