"მან კაპიტნობა დაიმსახურა" - ფრანგები ლიგა 2-ის ქართველ მცველს აქებენ

AutoSharing Option
ფრანგული ვებგვერდი centre press eaveyron-ი აქვეყნებს სტატიას სათაურით: "ამირან სანაია - ფეხბურთელი, რომელსაც თვალი უნდა მიადევნო".

"ლიგა 2-ის 28-ე ტურში ავეირონის პროვინციის პატარა ქალაქ როდეს (23 000 მოსახლე) საფეხბურთო გუნდი კორსიკას "აიაჩოს" წინააღმდეგ სათამაშოდ ეწვია.

სტუმართა ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო. "მიდი! მიდი! მიდი!" შემოდგომის სიცივეში თუ ზამთრის ყინვაში ადვილად გაიგებდა ცარიელ სტადიონზე მყოფი ადამიანი ქართული აქცენტით წარმოთქმულ მის ხმამაღალ შეძახილებს.

ამირან სანაია, რომელიც 3-მცველიან განლაგებაში მარცხენა ფლანგზე დგას, თამაშში ყველაფერს დებს: ხმასაც და სხეულსაც.

სწორედ სანაიას ამგვარმა თავდადებამ დიდი
წვლილი შეიტანა გუნდის გამოღვიძებაში და ჩვენებმა ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნეს. ამიტომ, არავის გაჰკვირვებია, რომ სანაია "ვალენსიენთან" (1:1) შეხვედრაში გუნდის კაპიტნად მოგვევლინა (ისე ვიცე-კაპიტანია), რადგან ეს დაიმსახურა და მას შემდეგ სრულიად განსხვავებულ ფეხბურთელად იქცა.

იმ დღიდან მოყოლებული, მცველების იერარქიაში უმაღლესი პოზიცია მოიპოვა და თუ რამე არ აწუხებდა, მუდმივად ძირითად შემადგენლობაში იყო. მისი სახე, კოლექტიური სული, ბრძოლისუნარიანობა არაერთხელ შეაქო მთავარმა მწვრთნელმა. მაშინაც, როცა შეცდომას უშვებს, ძნელია მისი ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება.

ცხოვრება დინამიკურია - ამის გაგება სთხოვს გუნდის მთავარი მწვრთნელი ლურონ პეროლადი თავის ფეხბურთელებს. სხვა გზა არ არის, 31 წლის მცველი ამ პრინციპს უნდა მოერგოს და ზოგჯერ დაისვენოს.

ასე მოხდა: წინა ტურში დაისვენა, "აიაჩოსთან" კი ძირითადში იყო და როგორც სჩვევია, გუნდისთვის ისევ ბოლომდე დაიხარჯა... მისცა ყველაფერი, რაც შეეძლო და იქნებ მეტიც კი!"

სოხუმში დაბადებულ ამირან სანაიას კარიერის უდიდესი ნაწილი საფრანგეთში აქვს გატარებული. ქართველმა იქ 5 კლუბი გამოიცვალა და ახლა მე-6-ეს ღირსებას იცავს. ამირანს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდში 5 მატჩი აქვს ჩატარებული და იმის ფონზე, რომ ნაკრებში მარცხენა მცველის პოზიციაზე ნაპრალი გვაქვს, ვილი სანიოლისთვის საინტერესო კანდიდატი უნდა იყოს.

მიმდინარე სეზონში სანაიამ "როდეს" შემადგენლობაში ლიგა 2-ის 14 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 2-ჯერ შეცვალეს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ჯაბას ტრავმიანობა არც გასხოვთ ალბათ , ფეხბურთის თამაში 28 წლისამ დაიწყო შეიძლება ესე ითქვას მანამდე სულ დამტვრეული იყო , როგორც ქართველების 90 % , მაგრამ მაინც შეძლო რაღაც დონეზე თამაშ მაინც და ეხლა კი ვხედავტ რა ფორმაშია
ლშა
18:34 04-03-2021
0
ზოგმა პირველად გაიგეთ ეს ფეხბურთელი და იძახით ყველა ვარსკვალავად გვეჩვენებაო , 2006 წელს ითამაშა პირველად ნაკრებში ამ ბიჭმა , კარგი მომავალიც ოქნდა უბრალოდ სულ ჯანრმთელობასთან პრობლემები ექმენბოდა ეხლა ერთი 2 წელია როგორც იქნა მოძლიერდა და თამაშობს კიდეც მშვენიერად , კარგი ტექნიკა და პასი აქვს
ლშა
17:55 04-03-2021
0

სიახლეები პოპულარული