ამირან სანაია ფრანგული "ლე ერბიეს" ღირსებას დაიცავს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები (7 მატჩი) ამირან სანაია საფრანგეთის რანგით მესამე ლიგის (ნასიონალი) ბინადარ "ლე ერბიეს" ღირსებას დაიცავს.

26 წლის მცველმა კლუბთან კონტრაქტი ორდღიანი ტესტირების შემდეგ გააფორმა. მან უკვე ითამაშა ახალი გუნდის შემადგენლობაში.

ამირანის ბოლო კლუბი ფრანგული მეორე ლიგის "პარიზი" იყო, სადაც მას სასტარტო შემადგენლობაში თამაში იშვიათად უწევდა. საფრანგეთში სანაიას "ლე მანის", "ბასტიასა" და "ლუზენაკის" მაისურებიც მოურგია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული