ლეგენდარული ზინედინ ზიდანის შვილი, ნახევარმცველი ენცო ზიდანი, საფრანგეთის ლიგა 2-ის "როდეზში" გადავიდა.
ენცომ "როდეზთან" ერთსეზონიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალ გუნდში 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ენცომ "ალმერია" ოქტომბერში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, ბოლოს კი "ინტერ მაიამიში" იმყოფებოდა სინჯებზე". ის ადრე "რეალის" ახალგაზრდულ გუნდში, "ალავესში", "ლოზანაში", "რაიო მახადონდასა" და "ავეშში" ასპარეზობდა.
ზინედინ ზიდანი უკვე 10 წელია "როდეზის" აქციონერია, კლუბი კი მისი მეუღლის მშობლიური ქალაქის სიახლოვესაა ბაზირებული.

"როდეზის" ღირსებას 2017 წლიდან იცავს 31 წლის მცველი ამირან სანაია.