
თბილისის დროით 21:00 საათზე "ეუპენსა" და "გენტს" შორის ბელგიის თასის 1/4-ფინალური მატჩი დაიწყება. სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე სათადარიგოა.
ჩაკვეტაძეს ტრავმის გამო 4 ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია და როგორც მოსალოდნელი იყო, მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა. გიორგი სათადარიგოა და იმედია, შეცვლაზე შეუშვებენ.