სეგუნდა დივიზიონის 28-ე ტურში გიორგი მაკარიძის "ალმერიამ" სტუმრად "ჟირონა" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
გიორგიმ შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარა და ერთ-ერთ ეპიზოდში თავისი გუნდი აშკარა გაშვებულ გოლს გადაარჩინა. მაკარიძისთვის ეს მიმდინარე სეზონში მე-20 მატჩი იყო და კარი მშრალად მე-6-ედ შეინახა.
"ალმერია" 55 ქულით სეგუნდას ცხრილში მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ "მალიორკას" 5 ქულით ჩამორჩება. ლა ლიგაში პირდაპირ გადასვლის უფლებას სეგუნდაში პირველ ორ ადგილზე გასული გუნდები მოიპოვებენ.