ხვიჩას "რუბინმა" "სპარტაკის" შემდეგ "ზენიტსაც" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინმა" სახლში ლიდერ "ზენიტს" 2:1 სძლია.

გასულ ტურში "სპარტაკის" დამარცხების (2:0) შემდეგ "რუბინმა" "ზენიტთანაც" მაგრად იბრძოლა. მოედანი საშინელ მდგომარეობაში იყო. პეტერბურგელები უხეშობას არ ერიდებოდნენ. მე-18 წუთზე ექსრუბინელ აზმუნთან შეჯახების შემდეგ მუსაევს სისხლი წამოუვიდა და მოედნიდან სამედიცინო პერსონალმა გაიყვანა.

41-ე წუთზე დესპოტოვიჩმა პენალტით მასპინძლები დააწინაურა, 75-ე წუთზე აზმუნმა ანგარიში გაათანაბრა, 90+2-ე წუთზე კი მაკაროვმა გამარჯვების გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ 90+6-ე წუთზე "რუბინის" მეკარე დიუპინმა ძიუბას დარტყმული თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

ხვიჩამ შეუცვლელად ითამაშა, აქტიური იყო, "ზენიტის" მცველები ეუხეშებოდნენ
და ლოვრენს ყვითელი ბარათი მიაღებინა.

Sportall.Ge

"რუბინმა" 8 წლის შემდეგ პირველად მოუგო "ზენიტს" ერთ სეზონში ორივე მატჩი, 34 ქულით მე-8 ადგილზეა და 14 მარტს სტუმრად "უფას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ამდენს ჩვენი ნაკრების თამაშზე არ მინერვიულია, რას მიშცება ეს ხვიჩა, გამხადა რუბინის თავგადაკლლი გულშემატკივარი.
ჟორა
08 მარტი 2021 21:19
4
ეს უეჭველი რუსეთის ჩემპიონატია? ბარსა-რეალი, დორტმუნდი-ბაიერნის ნაირი თამაში იყო, მოიკლეს რუბინის ბიჭებმა თავი! ეს ის არის რაც ჩვენებს დიდი დოზით აკლიათ! სასწაული თამაში იყო! დიუპინი man of the match, სლუცკი გენიალური მწვრთნელია!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
08 მარტი 2021 21:30
3
ყოჩაღ ბიჭებს. დადეს თავი და გაიარჯვეს. ბრავო მაკაროვს და მეკარეს
ირაკლი
08 მარტი 2021 22:22
3
მაგარი თამაში იყო, სიამოვნება მივიღე... მეკარე და მაკაროვი საუკეთესოები იყვნენ...
კრაზანა
08 მარტი 2021 20:56
2
ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოიგო რუბინმა თან ამ ტრანვიანობის ფონზე რაც გუნდში ახლა 2 თამაში აქვთ სანაკრებო პაუზამდე უფასთან და ხიმკთან და თუ ორივეს მოიგებენ ევრო ზონაშიც შევლენ ხვიჩას ქონდა კაი მომენტები მაგრამ აშკარად მე 2 ნომრად თამაშობდა რუბინი და მოედნის გაზონიც ძაან ცუდ მდგომარეობაში იყო 3 კაცმა თავი გაიტეხა ერთი საერთოდ გაიტანეს მოედნიდან ერთი სიტყვით მძიმე ბრძოლა იყო წარმატებები ხვიჩას
Gio
08 მარტი 2021 21:11
1
სადაც ვუყურებდი ხოლმე,დაბლოკილი იყო და ვერ ვუყურე,მაგრამ რაც აქ ვნახე,რაც პენალტი დანიშნა,ზუტად ასე მოარტყეს აბურჯანიასაც ხელში,სხვაობა ისაა,რომ აქ სხეულიდან იყო რიკოშეტი,იქ კი,პირდაპირ შორეულ ხელში მოხვდა...გაფრთხილება და პენალტი,რომლის შედეგადაც,კარტახენა დამარცხდა.მართლაც კარგი გუნდი დადგა,რუბინი.ამ უბედურ ტალახშიც კი,მეორე გოლის დროს,მაკაროვმა,როგორ ამატავა ლოვრენი და მეორე მცველი.ისეთი სვლა აკრიფეს,რომ შესაძლოა მედალზეც გაიწიონ.
სოსო
08 მარტი 2021 21:36
1
რუბინს მთელი ნახევარდაცვა აკლდა, მცველმაც ტრამვა მიიღო, ვინც უყურა დამეთანხმება როგორი თავდადებით იბრძოდა რუბინი, ესაა მონდომება და კიდევაც დაუფასთად. საქართველოს ნაკრებს ასე, რომ მონდომებინა დღეს ევროპაზე ვიქნებოდით თავაწეულები.
x.x
09 მარტი 2021 10:19
0
ჩვენი ფაქიზოები შეადარე ეხლა ამ მებრძოლ, ომგადატანის შეკრულ გუნდს
?
09 მარტი 2021 00:35
1
ნეტავი რუბინი ჩემპიონი გახდებოდეს, ღმერთო დიდებულო! და ხვიჩა საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელი!
aburjga
09 მარტი 2021 00:41
4
ხვიჩამ მაგარი ნაპერწკალი დაანთო ამ გუნდში, სლუცკიც მაგარი მწვრთნელია ყველა ასპექტში
ალეკო
09 მარტი 2021 09:35
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული