"როტორი" დამარცხდა, ყიფიანმა ტრავმა მიიღო, ქართველებმა თავი ვერაფრით გამოიჩინეს

AutoSharing Option
დღეს, 13 მარტს, რუსეთის პრემიერ ლიგის 22-ე ტურში "ურალმა" "როტორს" უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

სტუმართა რიგებში სოლომონ კვერკველიამ შეუცვლელად ითამაშა, ნიკოლაი ყიფიანმა ტრავმა მიიღო, რის გამოც ის ფლამარიონ ჯუნიორმა შეხვედრის მე-40 წუთზე შეცვალა. შეგახსენებთ, ფლამირიონი რუსეთში ბათუმის "დინამოდან" წავიდა. ყიფიანის ტრავმის სიმძიმე ჯერ-ჯერობით უცნობია

მატჩის 87-ე წუთზე ილია ჟიგულევის ნაცვლად მოედანზე გიორგი არაბიძე შემოვიდა, რომელმაც დარჩენილ დროში გულშემატკივარს ღირებული ვერაფერი შესთავაზა.

ამრიგად, 22 ტურის შემდეგ "როტორს" 18 ქულა აქვს, ვოლგოროდის გუნდი მომდევნო შეხვედრას 17 მარტს, "როსტოვის" წინააღმდეგ გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კვირკველია)))
kaxi
18:42 13-03-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული